კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერიამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსება შეამცირა

30 იანვარი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის მერიაში ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამას მიიჩნევენ. პროგრამის განხორციელება თვითმმართველობამ 2015 წელს დაიწყო, რომლის განხორციელების პირველ წელს გორის მერია პროექტის ღირებულების 80%-ს ფარავდა, 20 % კი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაზე მოდიოდა. 2016 წელს გორის მერიამ ბიუჯეტი ისე დაგეგმა, რომ პროექტში მათი თანამონაწილეობა 90%-ს შეადგენდა, შესაბამისად, 10%-ით შემცირდა მოსახლეობის ფინანსური თანამონაწილეობა. 

2017 წელს გორის მერიამ პროგრამაში ცვლილებები კვლავ შეიტანა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამა ორ ნაწილად დაყო: გადაუდებელ აუცილებლობად და ე.წ. „კომფორტის ზონად“. გადაუდებელი აუცილებლობის პრობლემის მოსაგვარებლად თანადაფინანსების პროცენტული წილი ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შორის უცვლელი დარჩა. 10%-ით შეამცირა მერიამ იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც კომფორტის ელემენტებს შეიცავს. 

,,ეს ცვლილება შეეხო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ პროექტებს, რომლებიც კომფორტის ელემენტებს შეიცავს. ასეთი პროექტებია: მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში კარის დაყენება და კორპუსის ფასადის შეღებვა. ხოლო სხვა შემთხვევაში, თანადაფინანსების პროგრამა არ შეცვლილა“, - აღნიშნა გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ.
გორის მერიამ  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამაში ცვლილებების შესატანად საკრებულოს მიმართა. მერიის კორექტირებულ პროექტს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი მიიჩნევს, რომ თანადაფინანსების  პროგრამაში 20 %-ანი თანამონაწილეობა,   დღევანდელი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსახლეობას ტვირთად დააწვება და ისინი ვერ შეძლებენ, პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელებას.

​,,არ დავუჭირე საკითხს მხარი, რადგან არ მიმაჩნია, სწორად, მერიამ თანადაფინანსების წილი შეამციროს და გაუზარდოს მოსახლეობას, რადგან იმ 10%-ის გადახდაც უჭირდათ და დღეს, როდესაც კიდევ 10%-ით გაიზარდა,  უფრო მეტად გაუჭირდებათ”, - განაცხადა თედლიაშვილმა.

გორის მერიას  2017 წლის ბიუჯეტით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამისთვის 300 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ახალი ამბები