18:12, Tuesday, 02.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შშმ მსჯავრდებული გავლენიან პატიმრებსა და სად-ის ადმინისტრაციას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

03.08.2017

 
ნათია გოგოლაშვილი

„ა/წ 24 ივლისს სასჯელაღსრულების №18 დაწესებულებიდან გამგზავნეს სასჯელაღსრულების №17 დაწესებულებაში, იძულების წესით. 26 ივლისს სასჯელაღრულების №17 დაწესებულების პრივილეგირებული პატიმრების საშუალებით ჩემზე განხორციელდა მკვლელობის მცდელობა. მკვლელობა უნდა განხორციელებულიყო სადისტური მეთოდებით. საღამოს 5-6 საათიდან ღამის 11-12 საათამდე ჩემ მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა“, - აღნიშნავს მსჯავრდებული სოლომონ სეხნიაშვილი საკუთარ წერილში, რომელიც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ქობესაშვილმა გააცნო. 

იურისტ ეკა ქობესაშვილის განცხადებით, იგი მსჯავრდებულს 1 აგვისტოს შეხვდა და მკვლელობის მუქარის შესახებ მისგან დეტალურად მოისმინა. როგორც მსჯავრდებული აცხადებს, იგი მხოლოდ სათვალთვალო კამერებმა გადაარჩინა, რადგან ინცინდენტი ხდებოდა კამერების წინ და პატიმრებმა ამის გამო ვერ შეძლეს, მოკვლის მიზნით, მისი საკანში ძალით შეყვანა.

„როცა ყველა პატიმარი უნდა ყოფილიყო თავიანთ საკნებში, სოლომონ სეხნიაშვილთან, სამედიცინო ნაწილში,  სხვა კორპუსიდან გადავიდა ორი პატიმარი. ისინი მას აიძულებდნენ, შესულიყო თავის საკანში, სადაც მის მოკვლას გეგმავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონ სეხნიაშვილს უკვე გაფრთხილებული ჰყავდა დირექტორის მოადგილე, დაეცვათ მისი უსაფრთხოება, ინცინდენტისას, სამედიცინო ნაწილში, ერთი საათის განმავლობაში არ ყოფილან არც უსაფრთხოების და არც სამედიცინო ნაწილის თანამშრომლები. შესაბამისად, მსჯავრდებული მოძალადე პატიმრებთან მარტო იყო“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

მსჯავრდებული სოლომონ სეხნიაშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა გარკვეულმა კატეგორიამ დაგეგმა მისი ლიკვიდაცია მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერი P.S.“-ში მომზადდა სიუჟეტი მისი, როგორც შშმ მსჯავრდებულის, პრობლემების შესახებ. 

სოლომონ სეხნიაშვილის თქმით, ინცინდენტისას მას მოძალადე მსჯავრდებულებმა უთხრეს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ეწინააღმდეგება ციხეში ჩამოყალიბებულ წესრიგს გავლენიან მსჯავრდებულებსა და ადმინისტრაციას შორის. მსჯავრდებული ხაზგასმით აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ ინცინდენტის პრევენცია არ მოახდინა.

სოლომონ სეხნიაშვილი 2014 წლიდან სასჯელაღსრლების №18 სამკურნალო დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სასჯელის ვადად განსაზღვრული აქვს 7 წელი. სეხნიაშვილი სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 (3) მუხლის მესამე ნაწილითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. დანაშაული გულისხმობს, ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ მსჯავრდებული სოლომონ სეხნიაშვილი კვლავ №18 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც იგი არსებულ პირობებს უჩიოდა. მსჯავრდებულის დაბრუნებას კი დაემთხვა №18 პენიტენციური დაწესებულების პასუხისმგებელი პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება, რასაც მსჯავრდებული თავის ისტორიას უკავშირებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,  მიიღოს პრევენციული ზომები და მაქსიმალურად უზრუნველყოს მსჯავრდებულ სოლომონ სეხნიაშვილის უსაფრთხოება. ასევე, ინციდენტის საქმეზე აწარმოოს დროული და ეფექტური მოკვლევა. საქართველოს მთავარ პროკურატურას კი უფლებადამცველები მოუწოდებენ, სოლომონ სეხნიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.

Humanrights.ge  აღნიშნული მსჯავრდებულის პრობლემების შესახებ არაერთხელ წერდა.
მსჯავრდებული სოლომონ სეხნიაშვილი დაავადებულია რამდენიმე მძიმე დაავადებით, არის ეტლით მოსარგებლე, აქვს ხერხემლის ტრავმული დაზიანება, ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. იგი საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობასა და პალიატიურ დახმარებას. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენით მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს, რომელიც ასევე, ცალსახად, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლებს, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, გაატაროს დროული და ეფექტური ზომები მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. 

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, მსჯავრდებულ ს.ს.-ს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედი კომისიის მხრიდან უარი ეთქვა, ავადმყოფობის გამო, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ორი თვის წინ, განახლებული სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორედ მიმართა ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას მსჯავრდებულ სოლომონ სეხნიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, დღემდე მუდმივმოქმედი კომისიის მხრიდან ამ საქმეზე რეაგირება არ მომხდარა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC