კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს 30 000 ლარი დაეკისრა 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციაზე დაზარალებულის სასარგებლოდ

16 ოქტომბერი, 2017
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე გ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.
 
2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის  ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი  იცავდა.  

საქმის არსი: 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომლის ძალადობრივი გზით დაშლისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავების ბრძანება გასცა შს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა.  საპროტექსტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე გ.გ.-ს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გაურკვეველი იარაღის გამოყენებით მძიმედ დაუზიანეს ფეხი, მან მიიღო სხეულის დაზიანებები და უმძიმესი დიაგნოზით მოთავსდა კლინიკაში. ამ ქმედებისთვის ივანე მერაბიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლობით მომზადდა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად. 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა მოქალაქის სასარგებლოდ  მორალური ზიანის ანაზღაურება 30000 ლარის ოდენობით. 

აღსანიშნავია, თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 ივლისს შსს-ს კიდევ ერთი დაზარალებულის - ო.ჩ.-ს სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, 5 000 ლარის ოდენობით. ო.ჩ.-ს სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების თანმდებობისა თუ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ხოლო დაზარალებულთა უფლებების აღდგენა და მათი  რეაბილიტაცია  უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები