12:16, Thursday, 26.04.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას მოქალაქის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დააკისრა

08.11.2017

 
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების მსხვერპლი ყოფილი პატიმრის სასარგებლოდ  საქართველოს მთავრობას 3 000 ევროს გადახდა და გამოძიების წარმოება დააკისრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, საქართველოს მოქალაქემ დ.ჩ.-მ 2014 წელს საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და განაცხადა, რომ 2012 წლამდე იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი #8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან.  

დ.ჩ.-ს ცემისა და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების გამო, მხედველობა არსებითად გაუუარესდა. შესაბამისად, იგი ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. დ.ჩ. პროფესიით არის მხატვარი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საჩივარი  სასამართლოში გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-13 (არაეფექტური შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალება) მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

დ.ჩ.-ს სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 3000 ევროს გადახდა და ამავე დროს, მისი წამების საქმეზე გამოძიების წარმოება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დ.ჩ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი წარმოადგენდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC