კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს

31 იანვარი, 2018
ხვალ 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს 

ანგარიში ასახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას 2017 წლის განმავლობაში. იგი მოიცავს საკვანძო მიმართულებებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: პენიტენციური სისტემა, არასათანადო მოპყრობის ფაქტები პენიტენცურ და პოლიციის დაწესებულებებში, პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, ნარკოტიკების „ჩადების“ ფაქტები, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობა, ლგბტ პირთა უფლებები, ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ოჯახში ძალადობის ფაქტები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ა.შ.

ანგარიშის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში, პრობლემას წარმოადგენდა პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მისი გამოძიება. კვლავ არ შექმნილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულებს გამოიძიებდა.  2017 წელს, ასევე, გაგრძელდა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შელახვის ფაქტები და მათი არაეფექტიანი გამოძიება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მიუხედავად კანონმდებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი  ცვლილებებისა, კვლავ გამოწვევად რჩება  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და პრევენცია. რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ პირების უფლებების შელახვის ფაქტებზე არასათანადო რეაგირება 2017 წელსაც წარმოადგენდა გამოწვევას. დაუსჯელი რჩება ამ ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სხვადასხვა ფაქტები 2017 წლის განმავლობაში, რითაც სახელმწიფო არღვევს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს უმცირესობათა სათანადო დაცვა და უსაფრთხოება. 

ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში.

მისამართი: აკაკი გახოკიძის (ყოფილი მელიტონ ქანთარიას) 11ა - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი (0 სართული).

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის  -  „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის“  ფარგლებში.  ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს ახორციელებს ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. 

ახალი ამბები