18:51, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

წლიური ანგარიში: ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში

03.02.2018

 
ანგარიში ასახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას 2017 წლის განმავლობაში. იგი მოიცავს საკვანძო მიმართულებებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: პენიტენციური სისტემა, არასათანადო მოპყრობის ფაქტები პენიტენცურ და პოლიციის დაწესებულებებში, პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, ნარკოტიკების „ჩადების“ ფაქტები, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობა, ლგბტ პირთა უფლებები, ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ოჯახში ძალადობის ფაქტები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ა.შ.

ანგარიშის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში, პრობლემას წარმოადგენდა პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მისი გამოძიება. კვლავ არ შექმნილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულებს გამოიძიებდა.  2017 წელს, ასევე, გაგრძელდა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შელახვის ფაქტები და მათი არაეფექტიანი გამოძიება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მიუხედავად კანონმდებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი  ცვლილებებისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და პრევენცია. რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ პირების უფლებების შელახვის ფაქტებზე არასათანადო რეაგირება 2017 წელსაც წარმოადგენდა გამოწვევას. დაუსჯელი რჩება ამ ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სხვადასხვა ფაქტები 2017 წლის განმავლობაში, რითაც სახელმწიფო არღვევს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს უმცირესობათა სათანადო დაცვა და უსაფრთხოება. 


ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის“  ფარგლებში. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს ახორციელებს  ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC