კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

13 თებერვალი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ალექსი მარიამიძემ, გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს,  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, პირადი განცხადებით, 8 თებერვალს მიმართა. ქალაქის მერმა განცხადება მომდევნო დღეს დაუკმაყოფილა  მოადგილეს  და სამსახურიდან გაათავისუფლა.

პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მერის მოადგილე ადგილობრივ ჩინოვნიკებს შორის დაპირისპირებას შეეწირა.
„ჯგუფმა, რომელიც მარიამიძის კანდიდატურას ლობირებდა, გავლენა დაკარგა როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე მმართველ პარტიაში. ეს უკანასკნელი კი უხეშად ერევა თვითმმართველობის საქმიანობაში“, - აღნიშნა ენმ-ის წევრმა, რამაზ ჩუტკერაშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას. 

საკრებულოში მმართველი პარტიის წევრებისთვის მერის მოადგილის გადადგომა მოულოდნელი იყო.

 ,,საკრებულოში არ არის დაპირისპირება და, ალბათ, არც მერიაში იქნება", -აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. 

კონსტანტინე თავზარაშვილმა,  გორის  მერად არჩევის შემდეგ, მოადგილეების დანიშვნა რამდენიმე დღით გადადო. იმ დროისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, გორის მერს ალექსი მარიამიძის დანიშვნა პირველ მოადგილედ უნდოდა, თუმცა მერის, გუბერნატორისა და მმართველი პარტიის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა და პირველ მოადგილედ გელა კაპანაძე, მარიამიძე კი მესამე მოადგილედ დაინიშნა.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი  მოადგილის გადადგომას მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირებს:”ჩვენ შორის დაპირისპირება არ ყოფილა, მან ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა დაკავებული თანამდებობა“.

თავად მერის ყოფილი მოადგილის, ალექსი მარიამიძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები გაზვიადებულია და მან ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა დაკავებული თანამდებობა.

ახალი ამბები