16:12, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არტ-თერაპია ქალთა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში

16.02.2018

 ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალთა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს თიხაზე მუშაობის სარეაბილიტაციო პროგრამას. პროექტის მიზანი, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა. არტ-თერაპიაში ჩართულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმრებიც. პროექტის თანახმად, თიხაზე მუშაობის თერაპია შშმ პატიმრებს ეხმარება, აითვისონ შრომითი, სახელოვნებო უნარები და გაუმკლავდნენ პატიმრობისგან გამოწვეულ სტრესს. არტ-თერაპიული კურსები კვირაში ორჯერ ტარდება. პროექტი 4 თვე გაგრძელდება.

პროექტის დასაწყისში ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობეციის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ქალთა №5 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას, გააცნეს პროექტის მიზნები და აქტივობები. ადამიანის უფლებათა ცენტრს პენიტენციალურ დაწესებულებაში მსგავსი არტ-თერაპიის კურსი უკვე აქვს განხორციელებული. 
 
პროგრამის ბენეფიციარები ციხის ადმინისტრაციის რეკომენდაციის საფუძველზე შეირჩა. შერჩევის დროს გათვალისწინებული იყო პატიმრების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობა, მათი ქცევა და ინტერესი. 

პროექტის ფარგლებში თიხის სპეციალისტი პროექტის ბენეფიციარებს ასწავლის თიხაზე მუშაობას. ფსიქოლოგი კი ბენეფიციარებს პატიმრობისგან გამოწვეული სტრესის გადალახვაში დაეხმარება. 

პროექტში ჩართული ფსიქოლოგი, მერი გელაშვილი აღნიშნავს, რომ ქალი მსჯავრდებულების მხრიდან არტ-თერაპიაში მონაწილეობის სურვილი ბევრმა პატიმარმა გამოთქვა, მაგრამ ბენეფიციართა რაოდენობა თავიდანვე განსაზღვრული იყო. პროექტში 20 პატიმარი ჩაერთო.

„ამ ტიპის პროექტებს ძალიან კარგი შედეგი აქვთ. პატიმრები ახერხებენ, რომ  შინაგანი დაძაბულობისგან გათავისუფლდნენ. ისინი იზოლირებულ გარემოში იმყოფებიან. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობები. მსჯავრდებულებს დაგროვილი აგრესია მუშაობის პროცესზე გადააქვთ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ როცა ისინი რაღაცას ქმნიან, თვითონაც იქმნებიან“, - გვითხრა მერი გელაშვილმა. 

არტ-თერაპიის პროექტის ფარგლებში მსჯავრდებულებს თიხაზე მუშაობას სპეციალისტი კახა ქემოკლიძე ასწავლის. პროგრამაში ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულების 1 სოციალური მუშაკი და 1 ფსიქოლოგი მონაწილეობს. პროექტის განმავლობაში ისინიც შეისწავლიან თიხაზე მუშაობას და პროექტის დასრულების შემდეგ, სხვა პატიმრებთან ერთად, გაუძღვებიან არტ-თერაპიის კურსებს.

მუშაობის პროცესში თიხის სპეციალისტი გამოარჩევს იმ პატიმრებს, რომლებიც ყველაზე უკეთ შეისწავლიან თიხაზე მუშაობას და განსაკუთრებულ ნიჭს გამოავლენენ. პროგრამის დასრულების შემდეგ კი სწორედ ისინი ჩაატარებენ თიხაზე მუშაობის გაკვეთილებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ციხის დაწესებულებას გადაეცემა თიხის გამოსაწვავი ღუმელი და ერთი წლის სამუშაოსთვის საკმარისი თიხა. პროექტის ბოლოს პატიმრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 

სტატია გამოქვეყნდა პროექტის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC