23:19, Sunday, 24.06.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე შიმშილობს

08.03.2018

 
ნათია გოგოლაშვილი

მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 28 თებერვლიდან შიმშილობს. როგორც თავად ამბობს, მან უვადო შიმშილობა გამოაცხადა. იგი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან, ელენე ხოშტარიასთან და ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრას ითხოვს. დაწესებულების ადმინისტრაციის წერილში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულს ადმინისტრაციასთან პრეტენზია არ აქვს.

თამარ ტალიკაძეს, რომელიც სასჯელს იხდის 2007 წლიდან, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. იგი გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი  ქმედებისთვის და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა. 
  
2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის ,,ამნისტიის შესახებ” თანახმად, განთავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 17 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელი 20 წელი შეუმცირდა 1/3-ით. საბოლოოდ, თამარ ტალიკაძეს მოსახდელ სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წელი და 4 თვე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა,  თამარ ტალიკაძის მიმართ წარმოებული სისხლის სამრთლის საქმის შესწავლის შედეგად, მიიჩნია, რომ საქმეზე გამოძიება წარმოებულია არაერთი დარღვევით, გარემოებათა  გამოკვლევა არ იყო ყოველმხრივი, ობიექტური და სრული.

მსჯავრდებულმა, თამარ ტალიკაძემ არაერთხელ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილს. იგი წლებია, განაჩენის გადასინჯვას ითხოვს. მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი აზრით, განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. 

ამავე თემაზე:
პუბლიკაცია მომზადდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC