კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმეზე საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელთა მხრიდან ძალადობას წაახალისებს

15 მარტი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია თბილისის სააპელაციო  სასამართლოს მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელმაც უცვლელად დატოვა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლილი მსხილაძის მიერ გამოტანილი განაჩენი. 
სამწუხაროა, რომ სააპელაციო სასამართლომაც, ფაქტობრივად, გაამართლა ადვოკატზე ძალადობა პოლიციის განყოფილებაში და პოლიციის თანამშრომლები, სამომავლოდ, წაახალისა ძალადობისკენ. 

2017 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ მხოლოდ 10000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და გაამართლა ძალადობის განხორციელების ნაწილში. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა პროკურატურამაც და ბრალდებულმაც. პროკურატურა მოითხოვდა მსჯავრის დამძიმებას - მან მხარი დაუჭირა პირვანდელ ბრალდებას, რითაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილ უფროსს ლაშა კვირკვაიას ბრალად ედება ადვოკატზე ფიზიკური ძალადობის განხორციელება. ბრალდებული ლაშა კვირკვაია, სააპელაციო სასამართლოსგან სრულიად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 2015 წლის ნოემბერში დააკავეს. 2015 წლის 29 დეკემბერს სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.  სასამართლოს საბოლოო განაჩენით, ლაშა კვირკვაიას სწორედ ამ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ჯარიმის სახით.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის პოლიციის განყოფილებაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მისულ უფლებადამცველებს, რომლებიც შესაძლოა, გახდნენ პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.  
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები