21:29, Tuesday, 11.12.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არის თუ არა გათვალისწინებული მუსლიმი მსჯავრდებულებისთვის მარხვის პერიოდში შესაბამისი მენიუ

24.05.2018

 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის განცხადებით, ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუსლიმი მსჯავრდებულებისთვის, მარხვის პერიოდში, არ არის გათვალისწინებული სამარხვო მენიუ. როგორც იურისტი ნესტან ლონდარიძე განმარტავს, ამ პრობლემაზე მუსლიმი მსჯავრდებულები ხმამაღლა ვერ საუბრობენ, რადგან ეშინიათ, პრობლემები არ შეექმნათ.

„რამდენიმე უცხოელი მსჯავრდებული მესაუბრა ამ პრობლემაზე. ზოგადად, დაწესებულებაში რთულია მათი ტრადიციებისა და რელიგიური რწმენის შესაბამისად კვება. კერძოდ, არ არის ჰალალის წესით დამზადებული ხორცპროდუქტი. მუსლიმებს მაისში მარხვის პერიოდი აქვთ, დაწესებულების მხრიდან კი ხელშეწყობა არ აქვთ. ერთთვიანი მარხვის განმავლობაში მთელი დღის განმავლობაში, მზის ჩასვლამდე,  ისინი საკვებს არ იღებენ, მხოლოდ ღამის საათებში შეუძლიათ საკვების მიღება. დაახლოებით, ღამის ცხრა საათამდე არ იკვებებიან. მაშინ, როდესაც დაწესებულებაში ბოლო საკვები 6 საათზე რიგდება. ექვს საათზე დარიგებული საკვები, ძირითადად, შეიცავს სოსისს, რასაც მუსლიმი მსჯავრდებულები არ იღებენ, რადგან ის ჰალალის წესით არ არის დამზადებული. მათ უწევთ, დღის განმავლობაში დარიგებული საკვების შენახვა და, ფაქტობრივად, უკვე გაფუჭებული საჭმლის ჭამა, რადგან საათების განმავლობაში საკები საღ მდგომარეობაში ვერ ინახება. მაცივრით კი ყველა ვერ სარგებლობს“, - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

იურისტის თქმით, განსხვავებული მიდგომაა მართლმადიდებელი მსჯავრდებულების მიმართ: „მართლმადიდებელი პატიმრების შემთხვევაში, დაწესებულებაში დგება სიები, თუ რომელი პატიმარი მარხულობს და მათ, მარხვის განმავლობაში, შესაბამისი საკვები მიეწოდებათ“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კი აღნიშნული პრობლემა უარყვეს. როგორც სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, მართლმადიდებელი და მუსლიმი მსჯავრდებულებისთვის, მარხვის პერიოდში, საკვების მიწოდებისას, გათვალისწინებულია მათი მოთხოვნები. 

„№5 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების საკითხი რეგულირდება სქართველოს პატიმრობის კოდექსითა და „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88- №01-34/ნ ერთობლივი ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია, შეძლებისდაგვარად, იქნეს გათვალისწინებული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სურვილები და მოთხოვნილებები მათი სამედიცინო ჩვენებების, აგრეთვე, რელიგიური ან სხვა ნიშნების მიხედვით, შესაბამისად, მართლმადიდებელი და მუსლიმი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის მარხვის პერიოდში საკვების მიწოდებისას გათვალისწინებულია მათი მოთხოვნები“, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

აღნიშნული პუბლიკაცია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ყოფილხართ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მიგიმართავთ თუ არა სამართალდამცავებისთვის?
დიახ და მიმიმართავს დიახ და არ მიმიმართავს არ ვყოფილვარ

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC