01:06, Monday, 25.06.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კასპში ახალგაზრდები პოლიციის მხრიდან ზეწოლას აპროტესტებენ

24.05.2018

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

23 მაისს, ქალაქ კასპში, ახალგაზრდების ნაწილმა აქცია გამართა და  კასპის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვა. აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდების განცხადებით,  სამართალდამცველები მათ ხშირად აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და, ღამის საათებში, ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავენ.

,,ღამის საათებში, 22:00 საათზე, როდესაც ახალგაზრდა ქუჩაში გამოდის და მეგობართან ერთად სეირნობს, აჩერებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და როდესაც შევეპასუხებით, ადმინისტრაციული წესით გვაკავებენ, თითქოს, პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მივაყენეთ, მათ კანონიერ მოთხოვნას არ დავემორჩილეთ და საზოგადოებრივი წესრიგი დავარღვიეთ", - აცხადებს ოთარ გაბრიელაძე, რომლიც ამბობს, რომ კასპში პოლიციის მხრიდან ახალგაზრდებზე ზეწოლა მიმდინარეობს.  ამის ერთ-ერთ მაგალითად   22 აპრილს რესტორან ,,აგურებში" მომხდარ ინციდენტს ასახელებს, რა დროსაც პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.

,,გუშინ რესტორანში მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით, რა დროსაც ჩვენს კუპეში შემოვიდა ორი პოლიციელი, მათგან ერთ-ერთმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სუფრაზე მყოფ ჩვენს მეგობარს, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და სამართალდამცველებმა რამდენჯერმე რესტორნის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. რესტორნის ეზოში მოვიდა კასპის პოლიციის უფროსი, რომელსაც ხელკეტი ეკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მეგობარს, რომელსაც აღენიშნება სისხლნაჟღენთები",  – ასე აღწერენ 22 მაისს რესტორანში მომხდარ ინციდენტს აქციის მონაწილეები, რომლებიც კასპის პოლიციის უფროსის გადადგომას მოითხოვენ და ასევე, კასპის პოლიციის  განყოფილების თანამშრომლების ნაწილის მხრიდან მათდამი დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

შსს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ რესტორანში მომხდარ ინციდენტზე საქმე სსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და  რამდენიმე პირი დაკითხვაზე ჰყავთ დაბარებული. 

უწყების ინფორმაციით,   რესტორანში მომხდარი ინციდენტის დროს  სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. 

humanrights.ge-ს კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველებსაც აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები, რატომ არის საქმე აღძრული მხლოდ ხულიგნობის მუხლით, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს არ გამორიცხავს გამოძიების პროცესში მუხლის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობას.

რაც შეეხება კასპის პოლიციის ხელმძღვანელის და თანამშრომლების მიმართ ახალგაზრდების ბრალდებებს, რომელიც შესაძლო უფლებამოსილების გადამეტებას ეხება, შსს პრესსამსახურში ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და განმარტავენ, რომ უწყების გენერალური ინსპექციისთვის, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან კანონის დარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს სწავლობს, ამ დრომდე არცერთი შეტყობინება არ არის შესული.  

უფლებადამცველები კი გენერალურ ინსპექციას მიმართავენ, რათა მათ შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ პოლიციის ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელისა და თანამშრომლების მიმართ.

„საკითხი აუცილებლად უნდა შეისწავლოს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ. არ არის საჭირო ამ უწყებებისთვის განცხადებით მიმართვა მაშინ, როდესაც საპროტესტო აქციაზე გამოსული ახალგაზრდები ღიად აფიქსირებენ პოლიციელთა მხრიდან გადაცდომებს და, რიგ შემთხვევაში, შესაძლო დანაშაულებსაც კი. რამდენიმე მათგანი ადასტურებს, რომ ხელკეტით მიაყენეს მათ მეგობარს შეურაცხყოფა და იარაღიდანაც განხორციელდა გასროლა. სამართალდამცველებს მოუწევთ ახსნან, თუ რატომ გახდა ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელკეტის გამოყენება აუცილებელი. მათ ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების დადასტურების შემთხვევაში უნდა მოხდეს არა მხოლოდ მათი სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი ალექსი მერებაშვილი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC