ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 28 ივნისს, 11:00 საათზეთბილისის ადამიანის უფლებათა სახლში წარმოგიდგენთ ანგარიშს
"ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში"
ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება ქართულ ენაზე
მისამართი: თბილისი, აკ. გახოკიძის ქ. 11ა, 0 სართული, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი
ანგარიში წარმოადგენს პროექტის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“ - შედეგებს. პროექტი განხორციელდა ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის აპარატის ურთიერთთანამშრომლობით.
პროექტი მოიცავდა პერიოდს 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივნისამდე. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, მონიტორინგი განხორციელდა ქალთა N5 სპეციალურ დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებასა და N8 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ.