14:13, Saturday, 24.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კამპანია „იცურე მშვიდად“ - აქცია მდინარე მტკვრის ნაპირზე

06.09.2018

 
კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ცენტრმა, CENN-მა და პროგრესის ცენტრმა 6 სექტემბერს აქცია გამართეს სამგორის რაიონში, თეკლა ბატონიშვილის ქუჩის ბოლოს მდინარე მტკვრის ნაპირზე, სადაც ერთი თვის წინ 20 და 25 წლის ძმები დაიხრჩვნენ.  აქციაში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „კრისტალის“ წარმომადგენლებმა და სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა.

„დაიხუროს სიკვდილის ზონები!“ „ხელისუფლებავ, ნუ იქნები გულგრილი“ - ამ ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეებმა მმართველობით ორგანოებს მოუწოდეს მდინარე მტკვარზე მოახდინოს საფრთხის შემცველი ადგილების იდენტიფიცირება და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება. 

მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლი აქამდე არასოდეს შესწავლილა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიების დაგეგმვის მიზნით. როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში, მდინარე მტკვარზე მოქალაქეთა დახრჩობის მრავალი შემთხვევა ფიქსირდება. მსგავს უბედურ შემთხვევებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორმალურად იძიებს, ისე, რომ გამოძიება ყოველ ჯერზე მთავრდება საქმის შეწყვეტის დადგენილებით და არ იკვეთება კონკრეტული წყლის ობიექტის მართვასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების თუ კერძო კომპანიების ბრალეულობა.

გასულ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ 91 არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმოწერით, მიმართა საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნით, დროულად შემუშავებულიყო წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილების პოლიტიკა. 


იმ ქმედებებს შორის, რაც უნდა განხორციელდეს დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციისათვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასახელებს, ერთი შეხედვით, მარტივ, დაბალბიუჯეტიან, მაგრამ პრევენციისთვის ეფექტიან ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა, მათ შორის: ბარიერების დამონტაჟება წყალთან მისასვლელობის/მისაწვდომობის გასაკონტროლებლად.

კამპანია „იცურე მშვიდად“ 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სექტემბრიდან კამპანიას „იცურე მშვიდად“ მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა აქციებისა და ადვოკატირების აქტივობების განხორციელება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC