კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია ინციდენტით დასრულდა

15 ოქტომბერი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრები საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას დაამთხვიეს და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. შეხვედრებზე თვითმმართველობის პირველ პირებს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც უხდებათ საუბარი, განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გორის მერმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ასე გადაწყვიტა:   

„აქედან დაბომბვა რომ დავიწყეთ, იმათაც  რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა" ,- ეს განცხადება გორის მერმა 8 ოქტომბერს, კარალეთში, დევნილებთან შეხვედრაზე გააკეთა. კონსტანტინე თავზარაშვილმა აგვისტოს ომის დაწყებასა და ცხინვალის დაბომბვაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.

მოგვიანებით თავზარაშვილმა განმარტა, რომ 10 წლის წინ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება პროვოკაციაში ჩაერთო. მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, გორის მერის მიმართ, თავდაპირველად გაკეთებული განცხადების გამო,  კრიტიკა სოციალურ ქსელში არ წყდება და მისი გადადგომის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

მოძრაობა ,,რუსეთი ოკუპანტია"-ს წარმომადგენლებმა 10 ოქტომბერს, გორში მერიის შენობის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ფეკალური მასა და ხორბალი ადმინისტრაციული შენობის კიბეზე დაყარეს.

,,ეს არის აქცია-პერფომანსი, ხორბალს აქვს საკენკის დანიშნულება, რასაც კენკავენ და შემდგომ ამ ფუნაში ეფლობა ასეთი მოღალატეობრივი განცხადებებით ხელისუფლება. გამოვიდეს გორის მერი, ბოდიში მოგვიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მის საცხოვრებელ სახლთან გავაგრძელებთ აქციებს, რადგან ის შეეხო საქართველოს" , - განცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ანა ჭარხალაშვილმა.

გორის მერი აქციის მონაწილეებთან არ გამოვიდა, მუნიციპალიტეტის შენობაში აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი სამსახურეობრივ საკითხებზე თბილისში იმყოფებოდა. 

იმ დროს, როდესაც მერიის შენობის დამლაგებელი ცოცხით და აქანდაზით გამოვიდა ტერიტორიის გასასუფთავებლად, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ თავად გაესუფთავებინათ შენობის შესასვლელი დაყრილი ხორბლისა და ფეკალური მასისგან. როდესაც დასუფთავება თითქმის დასრულებული ჰქონდათ, შენობიდან გამოვიდა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მანველეშვილი და სათლი, სადაც ნარჩენები იყო მოთავსებული, აქციის ერთ-ერთ მონაწილე გიგა მაქარაშვილს თავზე დაამხო.

,,უკნიდან მომეპარა და სათლი, სადაც ნაგავი იყო მოთავსებული, თავზე ჩამომამხო, შემდეგ შენობაში შევარდა და დაცვას უთხრა, არავინ შემოუშვათო. უბრალოდ სირცხვილია, იმის მაგიერ, რომ მერს მოსთხოვონ პასუხი იმ მოღალატეობრივ განცხადებაზე, რის გასაპროტესტებლად გორში ჩამოვედით, აქეთ გვემუქრებიან",-  აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გვიან ღამემდე  გაგრძელდა გიგა მაქარაშვილის გამოკითხვა შსს შიდა ქართლის პოლიციის მთავარ სამმართველოში.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების ეტაპზე მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს და გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მესამე პრიმა ნაწილით გაგრძელდეს, რომელიც დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე თემურ მანველიშვილი დაკავებულ თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.   

ახალი ამბები