კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერგნეთში შეხვედრები სამთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა

21 დეკემბერი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში, 14 სექტებერს ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, მორიგი შეხვედრა 18 დეკებერს გაიმართა.  შეხვედრის ჩაშლისა და გადადების მიზეზი დე-ფაქტო მთავრობის მოთხოვნა გახდა, რომ დღის წესრიგიდან ამოღებული ყოფილიყო დავით ბაშარულისა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი.  18  დეკემბრის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს ბაშარულის და ტატუნაშვილის საქმეებზე პასუხგაუცემელი კითხვები.

,,განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს. განსაკუთრებული ყურდღება ჩვენ მიერ იქნა გამახვილებული არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე. ვისაუბრეთ კვლავ დავით ბაშარულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ შეკითხვებზე. კვლავ დავაყენეთ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, დევნის საკითხი და მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა გამოიჩინონ დაინტერესება ამ საქმესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ უკანონო „ბორდერიზაციის“ შემთხვევებზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებსა და ადგილობრივების საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევებს", - განცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. 

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ “ტატუნაშვილი – ოთხოზორიას რეზოლუციას”, ანთაძის განაცხადებით, ეს არის პოლიტიკური აქტი და შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, საკითხი შეხვედრის დღის წერიგში არ დამდგარა.

„IPRM გახლავთ დეპოლიტიზირებული ფორმატი, აქ არ ხდება პოლიტიკური საკითხების განხილვა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. ამის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხი არ დასმულა და ამ კუთხით პოლიტიზირებას ადგილი არ ჰქონია" , -აღნიშნა ანთაძემ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რომელიც შეხვედრაზე ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა დააყენეს. ისინი მოითხოვენ, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებს ატოცში, საოკუპაციო ხაზთან,  ინციდენტის თავიდან ასაცილებლად პატრულირება შეეწყვიტათ.
    
 „დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა წამოჭრეს ატოცის საკითხი. თითქოს, მათი აქტივობა ხელყოფს უსაფრთხოების გარემოს, რაზეც ჩვენ განვუმარტეთ, რომ  სამოქალაქო მოძრაობა იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. სიტყვის, გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, არ ირღვევა არანაირი კანონი, ამიტომ დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების პროტესტი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“,– განაცხადა ანთაძემ.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს. მორიგი შეხვედრა ერგნეთში 2019 წლის 8 თებერვალს გაიმართება.

ახალი ამბები