კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცველებმა მამაკაცი არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

5 თებერვალი, 2019
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

5 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველებმა 38 წლის მამაკაცი  არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ  სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც, შსს ცნობით დაკავებული, ო.მ.-ც აღიარებს.

,,მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980  წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, დანაშაული 10-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს ინფორმაციით, ამ დროისთვის არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში.

ახალი ამბები