კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის ინსტიტუტის განცხადება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე

15 აპრილი, 2019
 
მედიის ინსტიტუტი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.

აჭარის ტელევიზია და რადიო, ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, არაერთმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ შეაფასა როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი.

„საერაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, ნათია კაპანაძის სახელთან ასოცირდება მაუწყებელში სხვადასხვა რეფორმის ინიცირება, კერძოდ: შემუშავდა ორგანიზაციის განვითარებისთვის საჭირო მთელი რიგი დოკუმენტაცია, განახლდა ძველი და დაიწყო ახალი გადაცემები, უფრო გამჭვირვალე გახდა თანამშრომელთა დასაქმების პროცესი. ორგანიზაცია არის გახსნილი მოქალაქეებისა და დაინტერესებული პირებისთვის, თუმცა აჭარის ტელევიზია და რადიო კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

მედიის ინსტიტუტი გამოხატავს შეშფოთებას, რომ პოლიტიკური ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ, გავლენა მოიპოვონ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე, რაც ყოვლად მიუღებელია და საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებასა და ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე. 

მედიის ინსტიტუტი მოუწოდებს მრჩეველთა საბჭოს, არ გადადგას დაუფიქრებელი და საზიანო ნაბიჯი და კითხვის ქვეშ არ დააყენოს მედიის თავისუფლების საკითხი ქვეყანაში. 

მედიის ინსტიტუტი

ახალი ამბები