13:43, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ქვეყანაში დაწყებულ 'დაჭერებს' ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთა რეპრესიად აფასებს

09.08.2019

 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთვქვამთ 20 ივნისის შემდეგ თბილისში ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე გახშირებული დაკავებების და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო, რაც საზოგადოებაში დასაბუთებულ კითხვებს აჩენს და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ადამიანის უფლებების დარღვევისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთა რეპრესიებისაგან.

ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქცია ძალის გადამეტებით დაშალა.  მოქალაქეების მცირე ჯგუფის პარლამენტში შესვლის მცდელობის საპასუხოდ სამართალდამცავებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, პარლამენტის მიმდებარედ მყოფ პირთა სტატუსის განურჩევლად. არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად საჭირო გახდა 240 ადამიანის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში, მინიმუმ ორმა დაკარგა მხედველობა ცალ თვალში, რამდენიმე პირი მძიმედ დაშავდა, სხეულის დაზიანება მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა და მედიის წარმომადგენელმა. ყველაზე მძიმე დაზიანებები პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებით იყო გამოწვეული.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტები და დააყენოს შესაბამისი პირების როგორც პოლიტიკური, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

20 ივნისის მოვლენების შემდგომ ხელისუფლებამ თვალსაჩინო რეპრესიული მეთოდების გამოყენება დაიწყო; 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილე 10-ზე მეტ პირს ბრალი წარდგენილი აქვს  ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი). მათ შორის არიან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკანორ მელია, კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ თანამშრომელი, ბიოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძე და პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უკიდურესად ბუნდოვანი და არადამაჯერებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.

შემაშფოთებელია ისიც, რომ ამ მოვლენების ფონზე, მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საფუძვლით, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, ბრალი წარუდგინა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

ასევე, შემაშფოთებელია ბოლო დროს მედიაზე ზეწოლისა და  სავარაუდო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეები:

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სსკ-ის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისის საქმეზე გამოძიება 23 ივლისს დაიწყო, რაც საეჭვოდ დაემთხვა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 19 ივლისს გაკეთებულ განცხადებას „რუსთავი 2“-ის მფლობელობაზე პრეტენზიის ქონისა და ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღების მოთხოვნის შესახებ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ასევე ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც მან ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ტვ პირველის“-ის დამფუძნებელი ვატო წერეთელი დაიბარეს გამოკითხვაზე და მას აქვს ვარაუდი, რომ მამამისის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, მასზე მანიპულაციისთვის.

ზემოთჩამოთვლილი მოვლენების ჯაჭვი აჩვენებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს მის წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო პროტესტი და წინააღმდეგობა მეთოდებით, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და მმართველ პოლიტიკურ ძალას:

- აწარმოოს გამჭვირვალე გამოძიება 20-21 ივნისის აქციის არაპროპორციული და ძალისმიერი მეთოდებით დაშლის ფაქტზე და მხოლოდ საკმარისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა

 - შეწყვიტოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების საეჭვო დაკავებები და არ შეზღუდოს მოქალაქეთა კანონიერი პროტესტი და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

არ შეუქმნას საფრთხე, მათ შორის საეჭვო სისხლის სამართლის საქმეთა ინიცირებით, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ფუნქციონირებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიცვას კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება აწარმოოს არა შერჩევითი მართლმსაჯულების, არამედ დანაშაულის მნიშვნელობისა და სიმძიმის, ასევე სავარაუდო დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სახელით წევრი ორგანიზაციები:
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • მედიის ინსტიტუტი;
  • საფარი;
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC