14:04, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

'ლანცეტის' მეპატრონე ციხეში შეაბრუნეს

12.08.2019

 

კლინიკა „ლანცეტის“ მფლობელ ფარმან ჯეირანლის, რომელიც ციხიდან 20 აგვისტოს უნდა გამოსულიყო, სასამართლომ დამატებით 4 წელი მიუსაჯა. მას ბრალად თაღლითობა ედება. ფარმან ჯეირანლიდააპატიმრეს 2017 წელს, როდესაც მის კლინიკაში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ორივე პაციენტს - გიორგი ჩუბინიძესა და კარლო კეკელიძეს კლინიკაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთდა. „ლანცეტის“ მფლობელი პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავეს.

ჯეირანლი ბრალს არ აღიარებს: „თავს ვთვლი აზერბაიჯანის რეჟიმის დიქტატორის, ილჰამ ალიევის პირადმძევლად“, - განაცხადა მან მაშინ. ფარმან ჯეირანლის მეუღლე ჯეირან აღამირზე აცხადებს, რომ მის ქმარს ახლო ურთიერთობა ჰქონდა აზერბაიჯანული ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ისინი აზერბაიჯანულ კლინიკებს არ ენდობოდნენ და „ლანცენტში“ მკურნალობდნენ. „აზერბაიჯანის მთავრობა ფიქრობს, რომ ჯეირანლი მათ აფინანსებდა კიდეც“. - განმარტავს ჯეირან აღამირზე და ამატებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი მეუღლის დასჯაში საქართველოს სასამართლო ეხმარება.

ჯეირანლი აცხადებდა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ დააკავეს ის, როცა კლინიკის მხოლოდ დამფუძნებელი იყო და არა დირექტორი ან ექიმი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რომელიც ჩუბინიძისა და კეკელიძის ოჯახების წევრების ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ჯეირანლის ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგანაც კლინიკას არ ჰქონდა ნებართვა მსგავსი ოპერაცია გაეკეთებინა.

„კეკელიძის შემთხვევაში კლინიკამ მიმართა ტრანსპლანტაციის საბჭოს ნებართვის ასაღებად და უარი მოუვიდა. მიუხედავად ამისა, მაინც გააკეთეს ოპერაცია. ჩუბინიძის შემთხვევაში კი არც მიუმართავთ. შემდეგ სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩუბინიძეს ეს ოპერაცია არც სჭირდებოდა, კეკელიძეს კი, მართალია, სჭირდებოდა, მაგრამ არა დაუყოვნებლივ, როგორც ამას თავად აცხადებდნენ. ახლობლები მოლაპარაკებებს ჯეირანლისთან აწარმოებდნენ. ერთ-ერთმა ამ ოპერაციაში 40 ათასი დოლარი გადაიხადა“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

მისივე თქმით, მართალია, ჯეირანლი აცხადებს, რომ კლინიკის მხოლოდ მფლობელი იყო, მაგრამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დირექტორობასაც ითავსებდა. დოკუმენტებთან დაკავშირებით, ლონდარიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ჩანაწერები და მონაცემები შეცვლილი და გადასწორებული იყო.

თავდაპირველად პირველი ინსტანციის სასამართლომ, თაღლითობის მუხლით, ჯეირანლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ნაკლებად მძიმე მუხლი, გულგრილობა შეუფარდა, რაც2 წლითა და 3 თვით პატიმრობას გულისხმობს. პატიმრობის ვადა 20 აგვისტოს იწურებოდა.

„1 აგვისტოს, უზენაეს სასამართლოში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილეს კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის საქმე და გადმოგვცეს ქაღალდი, სადაც წერია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ბრალის თაღლითობაზე გადაკვალიფიცირების შესახებ და მას ისევ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა“, – განაცხადა ჯეირანლის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ჯეირანლის საქმეში პოლიტიკური მოტივი რომც იყოს, ის მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მეტიც, ცენტრი ითხოვს, კლინიკის მართვაში მონაწილე სხვა პირებისა და იმ ექიმების პასუხისგებაში მიცემასაც, რომლებიც ამ კონკრეტულ საქმესთან არიან დაკავშირებულნი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC