ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
"ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიაანთკარში,“- განუცხადა მედიასთან საუბრისას გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა. თავზარაშვილის განცხადება სამოქალაქო აქტივისტებმა მერიის შენობასთან აქციით გააპროტესტეს.
,,ეს კაცი არის სახე იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს ჩინოვნიკი. გვახსოვს მისი განცხადება ომის დაწყებასთან დაკავშირებით, როდესაც რუსული ნარატივი პირდაპირ გაიმეორა და ახლა უკვე მორიგი სამარცხვინო განცხადება გააკეთა, თურმე დასასვენებლად იმყოფება გონიოში და რომ ჩამოვა მერე გაეცნობა გუგუტინთკარში არსებულ მდგომარეობას", - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.