05:24, Saturday, 07.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

100 ავტობუსი თვითმმართველობას

28.08.2019

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 100 ავტობუსი შეიძინა, რომელიც რეგიონების ცენტრალურ ქალაქებზე უნდა გადანაწილდეს. გორის მუნიციპალიტეტს  100-დან 30 ავტობუსი გადაეცემა. მუნიციპალიტეტის საკრებულომ ავტობუსების პარკის მოსაწყობად ტერიტორია უკვე გამოყო. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ გორს უკვე მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება.

,,ქალაქ გორში, შინდისის გზატკეცილზე 8 000 კვ/მ მიწის ფართი გამოვყავით ავტოპარკის მოსაწყობად, რომლის ღირებულებაც არის 1 200 000 ლარი. საკრებულომ საკითხს მხარი დაუჭირა, მოხდება პროექტის მომზადება ავტოსადგურისა და დამხმარე სათავსო ნაგებობების ასაშენებლად",  - აცახდებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

საკრებულოს სხდომაზე საკითხის მხარდაჭერის მიუხედავად გარკვეულ რისკ-ფაქტორს ხედავს ოპოზიცია. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ბიუჯეტიდან სოლიდური თანხის დახარჯვის შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ თვითმმართველობამ ავტოპარკის გაყიდვის გადწყვეტილება მიიღოს და მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდეს, ისევე როგორც ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა.

„ისმის კითხვა, ხომ არ მოხდება  ავტობუსების პარკის გასხვისება და იჯარით გაცემა, ისევე როგორც ეს წინა წლებში მოხდა, როდესაც მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი 6 ავტობუსი იჯარით გადასცეს და მინიმალური თანხები შემოდის ბიუჯეტში. ამასთანვე გორის მერიასა და საკრებულოს არაერთმა მოქალაქემ მომართა წერილით რომ 18:00 საათის შემდეგ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით. რაზეც მერიისა და საკრებულოს პასუხი იყო, რომ ტრანსპორტი კერძო პირს ეკუთნის და ისინი ვერ ჩაერევიან. ახლა მაინტერესებს, როდესაც ავტოპარკის მოსაწყობად ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ისევ 18:00 საათზე შეწყვეტს მოძრაობას მუნიციპალური ტრანსპორტი, თუ მოხდება მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინება ", - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

მუნიციპალური ტრასპორტის მარშუტებსა და დროის განსაზღვრაზე მსჯელობას, ამ ეტაპზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ნაადრევად მიიჩნევენ, თუმცა ამბობენ, რომ თუ მოსახლეობის მოთხოვნა იქნება, ტრასპორტის მოძრაობის დრო გახანგძლივდება. გორის მერის განცხადებით მუნიციპალიტეტს 30 ავტობუსი გადმოეცემა: აქედან 12 ავტობუსი 10-მეტრიანი და 18 ავტობუსი 8-მეტრიანი იქნება. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, 10-მეტრიანი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით, 8-მეტრიანი ავტობუსები კი მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით იმოძრავებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC