კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსული წარმოების ტექნიკის შესაძენად გორის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა

28 იანვარი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს ოკუპაციას" - ასე აფასებს ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბექა ქორჩილავა  გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ოკუპანტი ქვეყნის წარმოების  ტრენაჟორების შესყიდვას.  

,,ადგილობრივ ბიუჯეტს სამ ლოკაციაზე ღია ტიპის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორების მოწყობა 55 ათას ლარამდე დაუჯდა. ერთი ღია ტიპის სპორტულ გამაჯანსაღებელი კოპლექსის ფასი 18 795 ლარი იყო. მერიის ტენდერი კომპანია  ,,გეო - გრინმა“  მოიგო, რომელმაც ტრენაჟორები რუსული კომპანიისაგან შეიძინა. საინტერესოა, რომ  აღნიშნული კომპანია დისკვალიფიცირებული იყო, რადგან დროულად ვერ წარადგინა დოკუმენტაცია, რის გამოც დაჯარიმდა კიდეც, თუმცა ეს არ გაითვალისწინა გორის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ”, - აღნიშნა ქორჩილავამ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ  ,,გეო-გრინმა" გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის დროს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა და ამიტომ გახდა გამარჯვებული. მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მერიის სატენდერო კომისია მოქმედებს კანონმდებლობის მიხედვით.

​,,მერია აცხადებს ტენდერს, ჩვენ პირდაპირ არ ვყიდულობთ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ყიდულობს იაფად,  ეს რუსული წარმოება იქნება თუ სხვა ქვეყნის არ აქვს მნიშვნელობა. მაშინ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს აკრძალვა, რომ არაფერი რუსული არ შემოვიდეს", - აცახდებს გორის მერი. 

გორის მუნიციპალიტეტის მერია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  საპასუხოდ დამატებით განცხადებას ავრცელებეს, სადაც ვკითხულობთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საქართველოში რეგისტრირებულმა ორმა კომპანიამ გაიმარჯვა: მათგან ერთმა შპს „გეო - გრინმა“ რუსული წარმოების, მეორე შპს „ექსიმ მეიდმა“, კი თურქული წარმოების ტრენაჟორები შეიძინა.

,,აღნიშნული სპორტული მოწყობილობები, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 6 ლოკაციაზე დამონტაჟდა.  ტენდერების შედეგად მერიას მხოლოდ ორ ქართულ კომპანიასთან მოუწია თანამშრომლობა. უწყებას ერთმა კომპანიამ შპს „ექსიმ მეიდმა" თურქული, ხოლო მეორემ -  შპს „გეო - გრინმა“  კი რუსული პროდუქცია შესთავაზა", - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში, საიდანაც ვიგებთ, რომ ექვს ლოკაციაზე სპორტული ტრენაჟორების მოწყობა ჯამში ადგილობრივ ბიუჯეტს 108 499 ლარი დაუჯდა. აქედან შპს „გეო - გრინს“ 3 ლოკაციაზე ღია ტიპის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორების შეძენა მოწყობისთვის 54 993 ლარი ერგო, ხოლო შპს  „ექსიმ მეიდს“   53 466 ლარი.

ქორჩილავა ამბობს, გორის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერებს არგებს იმ კომპანიებს, რომლებიც რუსული წარმოების ტექნიკას ყიდულობენ და ამის კიდევ ერთ მაგალითად გასული წლის აგვისტოს თვეში გორის მუნიციპალიტეტის მერიის გამოცხადებული ტენდერში კომპანია ,,სტრადას“ გამარჯვებას ასახელებს, რომელმაც რუსული წარმოების ,,ზილის" 6 ერთეული სპეცტექნიკა  კეთილმოწყობის სააგენტოსთვის შეიძინა. ბიუჯეტიდან კი 710 994 ლარი დაიხარჯა.  
 
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, რუსული პროდუქციის შეთავაზება კომპანიებთან თანამშრომლობის შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდებოდა.

ახალი ამბები