ვაკანსია: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი
06.02.2020
“ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)” აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე.
კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგი.
სამუშაო განაკვეთი: არასრული
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სასწრაფო განცხადებების/მიმართვების მომზადება;
კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი;
ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
პროგრამის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის საქმიანობის სფეროსთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: ანაზღაურება 990 ლარი (დარიცხული)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
რეზიუმე (СV);
სამოტივაციო წერილი
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hridc@hridc.org გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 თებერვალი 18 :00 საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას