13:05, Monday, 26.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საარჩევნო წელი და მედია

18.02.2020

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2020 წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, ,,ქართული ოცნება", რომელიც მეორე ვადით მართავს ქვეყანას,  მმართველობის სადავეების აღებას მესამე, ოთხწლიანი, ვადითაც გეგმავს. „ქართული ოცნების“  მმართველობის სტილს უკვე აფასებენ როგორც: ,,ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობად", რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რომ სახიფათოა ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა საერთაშორისო ტრიბუნებიდან. პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან ერთად კითხვები ქვეყანაში თავისუფალი მედიის დევნაზეც ჩნდება. „ახალა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელია ხელისუფლებისგან დასაცავი" -  ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა წიქარიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ვერც ,,ქართულმა ოცნებამ" ვერ გაუძლო ძალაუფლების ცდუნებას და მმართველობის გაგრძელებას თავისუფალი მედიის სრული კონტროლით აპირებს.

,,დღეს ქვეყანაში  კრიტიკული არის არაახელისუფლებო ტელევიზიები, რომლებსაც არც თუ კარგ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. ის, რაც ხდება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, მთლიანად გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ქვეყანაში თავისუფალი მედიის მიმართ, როდესაც ტელევიზიის დირექტორად დანიშნეს ადამიანი, რომელიც ტელევიზიიდან უშვებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკით იყვნენ გამორჩეულები“, - აცხადებს წიქარიძე

Humanrights.ge შიდა ქართლის რეგიონში მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, თუ როგორია მედიაგარემო დღეს რეგიონში და შეინიშნება თუ არა რეპრესიული პოლიტიკის ნიშნები თავისუფალი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ.

რადიო ,,მოზაიკას" დირექტორი გვანცა დოლუაშვილი ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის, თუმცა საარჩევნო სამზადისი ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების დაფინანსებით  დაიწყო, რომელსაც საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებს.

,,საარჩევნო წელი რომ დაიწყო, ყველაზე უკეთ ხელისუფლების და მედიის ურთიერთობებს დაეტყო. გორის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, წლის დასაწყისშივე ვხედავთ, როგორ იწყებს ხელისუფლება პროსახელისუფლებო მედიების მოძლიერებაზე ზრუნვას - დაფინანსების ახალ-ახალ წყაროებს უჩენს ლოიალურ მედია საშუალებებს. მეტიც, საბიუჯეტო დაფინანსებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, სოციალური მედიის შესაძლებლობების ათვისებას და სასურველი ინფორმაციის გავრცელებისთვის ახალ-ახალი არხების შექმნას. ვგულისხმობ ონლაინ გამოცემებს, გვერდებს სოციალურ ქსელებში და ა.შ. მთლიანობაში, ხელისუფლების ეს ქცევა არის მავნე და საზიანო, რადგან საზოგადოების მედიაწიგნიერების დაბალი დონის პირობებში, იზრდება პროპაგანდისტული მასალების გავრცელების შანსები და რაც მთავარია, ამაში იხარჯება საბიუჯეტო სახსრები", - ამბობს გვანცა დოლუაშვილი

Humanrights.ge - სთან საუბარში ,,მთავარი არხის" რეგიონული კორესპონდენტი, გიორგი ახალკაცი ამბობს, რომ ხელისუფლება მათ მიერ არაკონტროლირებადი ტელევიზიების წარმომადგენლებს პროფესიულ მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის, რაც საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარების გაშუქების აკრძალვით გამოიხატება.

,,საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სულ უფრო რთულდება ჟურნალისტების შესვლა. ძალოვანი უწყებები ყველა ღონეს იყენებენ იმისთვის, რომ შეგვიქმნან ბარიერები და ზოგჯერ, ისეთ სოფლებშიც გვეუბნებიან შესვლაზე უარს, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს საერთოდ არ არის. ერთი სიტყვით, ჩვენი ხელისუფლება რეპორტიორებს ყოველდღიურად გვივიწროებს ქვეყნის საზღვრებს. გვეუბნებიან, თქვენი უსაფრთხოებისთვისო, მე კი მგონია, რომ ეს ყველაფერი, რომელიც პირდაპირი ხელისშეშლაა ჟურნალისტურ საქმიანობაში და რომელიც ჩვენს ქვეყანაში დასჯადია, ემსახურება ერთს, არ ვაჩვენოთ საზოგადოებას ის უკიდურესად მძიმე რეალობა, რაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებშია", - ამბობს ,,მთავარი არხის" რეგიონული კორესპონდენტი გიორგი ახალკაცი.

რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტი, გოგა აფციაური, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიასთან ერთად საოკუპაციო ხაზის სოფლებში არსებულ პრობლემებსაც ინტენსიურად აშუქებს, ამბობს, რომ შსს-ს მიერ ჟურნალისტების საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილების შეზღუდვა მისთვის გაუგებარია, მით უფრო, რომ ამ დრომდე უცნობია ეს შეზღუდვები მოიხსნება თუ არა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

,,მედია გარემო არის რთული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჟურნალისტებისთვის დაკეტილია საოკუპაციო, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები და ჟურნალისტებს ვერ გამოაქვთ იქიდან ინფორმაცია პრობლემების შესახებ. გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანია ახლოვდება და როდესაც პოლიტიკური პარტიები დაიწყებენ ამ სოფლებში წინასაარჩევნო შეხვედრებს, როგორი იქნება მედიის მდგომარეობა? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შსს მისცემს თუ არა უფლებას მედიის წარმომადგენლებს კონფლიქტის ზონაში გადაადგილდნენ და გააშუქონ წინასაარჩევნო კამპანია. ამის გათვალისწინებით, რთული სათქმელია, როგორი გარემო იქნება განსაკუთრებით საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, დღევანდელი სიტუაციით იქ ჟურნალისტებს შესვლის შესაძლებლობაც არა აქვს და თუ ეს რეჟიმი გაგრძელდა, ჟურნალისტებმა შეიძლება, საერთოდ ვერ გააშუქონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო შეხვედრები ამ სოფლებში, სადაც უკვე პოლიტიკური პარტიების აქტივობა  გაზაფხულიდან დაიწყება",  - აცახდებს “რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი გოგა აფციაუარი.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილება ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებს შეუზღუდეს და ეს შეზღუდვები 2020 წლიდან უკვე ჟურნალისტებზეც გავრცელდა. შსს-ში და სუს-ში მხოლოდ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება. თუმცა რა საფრთხის შემცველია  ჟურნალისტების შესვლა იმ სოფლებში, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებადია და ადგილობრივებიც ცხოვრობენ, ამის შესახებ კითხვების გაცემისგან ძალოვან უწყებაში თავს იკავებენ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასასვლელად შსს-ს თანხმობაა საჭირო, თუმცა უწყებაში როგორც მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ძირითადად, უარს ეუბნებიან. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC