სატრენინგო კურსი შეკრების და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ
28.02.2020
26-27 თებერვალს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართა სატრენინგო კურსი შეკრების და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ. კურსს უძღვებოდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები - ანეტა ერდმანი, მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში და გარი ვაითი, ტრენერი.
ტრენინგის ორდღიანი კურსი ჩატარდა ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომლებისთვის და შეეხო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, მასთან დაკავშირებულ შეფასების სტანდარტებსა და OSCE/ODIHR-ის შეკრებისა და მანიფესტაციის მონიტორინგის მეთოდოლოგიას.
ტრენინგი გაიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო პროცესებზე, ასევე - საპროტესტო აქციებზე დაკვირვებასა და მონიტორინგს.
პროექტი ხორციელდება აშშ-ის ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას