კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო

28 ივლისი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო და საქმის ნომერი მიანიჭა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ სარჩელს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის მესამე ნაწილისა და კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევის თაობაზე მიმართა. განმცხადებლის მიმართ დაირღვა პრინციპი, რომლის თანახმადაც, პირისთვის, მისი უსაფრთხოების მიზნით,  წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რა მოტივით და სტატუსით იბარებენ მას საგამოძიებო ორგანოში, რათა მან შეძლოს, განჭვრიტოს გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. 

განმცხადებელს, რეალურად, წაართვეს ობიექტური შესაძლებლობა, დაკავებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში,  ესარგებლა ადვოკატის დახმარებით და რჩევით, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ იგი ნებაყოფლობით არ გამოსულა საგამოძიებო ორგანოდან და არც საგამოძიებო ოთახიდან. იგი იმყოფებოდა საგამოძიებო ორგანოში საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების კონტროლქვეშ.

ამავე დროს,  გენერალური პროკურატურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე განმცხადებლის მიმართ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე, მისი დაკავებისას და შემდგომ, გამოძიებისთვის სასარგებლო ჩვენების მისაღებად, მიუხედავად არაერთი განცხადებისა და საჩივრისა აღნიშნულ საქმეზე, იგი დაზარალებულად არ უცვნიათ, რაც შესაძლებლობას მისცემდა, ჰქონოდა წვდომა საქმის მასალაზე, რითაც მომჩივანს დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები