2020წ. სექტემბრის ბოლო - ოქტომბრის დასაწყისი (TBC)
სტამბოლი, თურქეთი
პროგრამის აღწერილობა
სტამბოლი, თურქეთი
„სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების ტრენინგი“ წარმოადგენს 3-დღიან საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის მიზანიცაა ქართველ, აფხაზ და ოს მონაწილეებში ხელი შევუწყოთ სამოქალაქო აქტივიზმსა და ადვოკატირებასთან დაკავშირებული კომპეტენციების (ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების) განმტკიცება-განვითარებას.
ტრენინგის გავლის შედეგად მონაწილენი:
-
გააანალიზებენ გუნდის რაობას, მისი განვითარების სტადიებსა და შესაბამის სირთულეებს;
-
სიღრმისეულად გაიაზრებენ დემოკრატიის არსს და სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების როლს;
-
გაიაზრებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ინიციატივასთან დაკავშირებულ საკითხებს და აქტიური მოქალაქის მიერ გასავლელ გზას;
-
განიხილავენ სამოქალაქო აქტივისტისთვის საჭირო კომპეტენციებს და აქედან გამომდინარე მოახდენენ საკუთარ თვითშფასებას.
-
გაიაზრებენ სახელმწიფოს მისიას და მის ხელშემწყობ თუ ხელშემშლელ გარემოებებს;
-
ჩაუღრმავდებიან ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისკენ გარდამავალ პერიოდში არსებულ სირთულეებს;
-
მიიღებენ ინფორმაციას სამოქალაქო ჩართულობის სფეროებისა და საფეხურების შესახებ და გაიაზრებენ ამ პროცესში არსებულ სირთულეებსა თუ გამოწვევებს;
-
გააანალიზებენ ადვოკატირების რაობას, მიზნებსა და ამოცანებს;
-
გაეცნობიან ადვოკატირების ფორმებს და ადვოკატირების პორტფოლიოს წარმატებულ ნიმუშებს.
მონაწილეები:
აფხაზი, ოსი და ქართველი ახალგაზრდები
სამუშაო ენა: ინგლისური და რუსული
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: <
112>ninotlashadze@gmail.com 2020 წლის 4 სექტემბრის 18 საათამდე.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik –ის მხარდაჭერით.