კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ბანკებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გასაძლიერებლად

8 ოქტომბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სწავლობს კორონავირუსიის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა და მისი დასრულების შემდეგ პერიოდში, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ავლენს უფლებადარღვევების ძირითად ტენდენციებს და უფლებადარღვეულ ადამიანებს უწევს კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას.

საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი პანდემიის შემდეგ“ - ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორთა მიერ,  თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონის (შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში) სოფლებში ვიზიტებისას ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებულ ცნობებში, ასევე ორგანიზაციისთვის უფასო იურიდიული დახმარებისთვის მიმართვიანობაში განსაკუთრებით დომინირებს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემები. კერძოდ, მომართვიანობის დიდი ნაწილი დაკავშირებულია ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებში მოსახლეობის ფინანსურ ვალდებულებებთან, რასაც განსაკუთრებულად მტკივნეული ეფექტი პანდემიით შექმნილი კრიზისისა და ლარის გაუფასურების ფონზე ჰქონდა. 

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობისა და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა, 2020 წლის მარტში, მომხმარებელს სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შესთავაზა. სესხების გადავადება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე უნდა მომხდარიყო. სამი თვის გასვლის შემდეგ, კომერციულმა ბანკებმა ვალის გადახდა კიდევ 3 თვით გადაავადეს. 

პირველ რიგში, მისასალმებელია, კრიტიკულ პერიოდში, საქართველოში მოქმედი დიდი კომერციული ბანკებისა და ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სესხების გადავადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ამ პროცესს უხარვეზოდ არ ჩაუვლია და გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემები, კერძოდ: 
  • საწყის ეტაპზე, ზოგიერთ კომერციულ ბანკში, შეღავათები თითქმის ყველა მათ კლიენტს უნდა შეხებოდა. ბანკების განცხადებით, მათ ყველა მომხმარებელს SMS-ს შეტყობინებით შესთავაზეს  სესხის გადავადება, რაზეც უარი ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეეძლოთ მიწერათ კლიენტებს. თუმცა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა არაერთი ადამიანი, რომელსაც თანხმობა არ განუცხადებია სესხის გადახდის გადავადებაზე, და როგორც ისინი აღნიშნავენ, სესხები მათი ნების საწინააღმდეგოდ მაინც გადაუვადდათ.
  • ბანკების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკუთარი კლიენტისათვის გაცნობისა და ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი მუდმივად შეინიშნებოდა პანდემიის გავრცელების პირობებში.  
  • გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როცა მიუხედავად წინასწარ და საჯაროდ გაკეთებული არაერთი განაცხადებისა, სესხების ხელახალი გადავადების შემდეგ, მოქალაქეებს გაეზარდათ გადასახდელი პროცენტის რაოდენობა.
  • ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა მოქალაქეთა მთელი რიგი უფლებები იყო შეზღუდული, მათ შორის - მიმოსვლის თავისუფლება, მოქალაქეთა ნაწილმა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო ფინანსური ვალდებულებებების დროულად შესრულება, რაც თანხის გადახდის ვადის გადაცილებაში გამოიხატა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების მიერ იდენტიფიცირებულია ცალკეული შემთხვევები, როცა მსგავს პირობებში, ბანკებმა არ გაითვალისწინეს ფორსმაჟორული სიტუაცია და მომხმარებელს ან ჯარიმა ან საურავი დაურიცხეს, რამაც მათი სესხის როგორც სრული, ისე ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტის ოდენობა გაზარდა.
სამწუხაროა, რომ ბანკები, ვისაც განსაკუთრებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მართებს, კრიზისის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებენ მოსახლეობის გამოსახლებას შეუსრულებელი საბანკო ვალდებულებების გამო და ამ პროცესში მათ ხელს უწყობს ქვეყანაში გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დაცვითი მექანიზმების სიმწირე და არაეფექტიანობა. თავის მხრივ, ამას ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისა და პრაქტიკის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან შეუსაბამობა განაპირობებს. თუმცა, კორონავირუსის გავრცელებისას შექმნილ არაორდინალურ ვითარებაში, აუცილებელია, ბანკებმა, ისევე როგორც სხვა დიდმა ორგანიზაციებმა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ და ხელი არ შეუწყონ ადამიანის უფლებების დარღვევას.

მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს: 
  • გადავადებულ სესხებთან მიმართებაში გადახდის ახალი გრაფიკების შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ საკუთარ მომხმარებელს;
  • ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით, არ გაზარდონ მათ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადავადებული სესხები. ხოლო ისეთ შემთხვევებში, სადაც სესხის ძირის ოდენობა სესხის გადავადების გამო გაიზარდა - დაუყოვნებლივ დააკორექტირონ;
  • პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმოქმედონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და გამოაცხადონ დროებითი მორატორიუმი, ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საცხოვრისის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის გამოსახლებაზე.

ახალი ამბები