კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სამართლებრივი შეფასება

22 ოქტომბერი, 2020
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის  სამართლებრივი შეფასება მოამზადა. 

დოკუმენტის მიზანია, შეფასდეს, რამდენად მოიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის არგუმენტებს პროკურატურის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება -დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი, ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა. 

დოკუმენტში გაანალიზებულია, ნიკა გვარამიას, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, გადაწყვეტილებებიმოიცავს თუ არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. ასევე - დანაშაულის კვალიფიკაცია შეესაბამებათუ არა ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს/გამოცდილებას; ასევე, ამ საქმეში არსებობს თუ არა სავარაუდო პოლიტიკური მოტივები და შერჩევითი სამართლის ნიშნები.  

კვლევა ეყრდნობა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვადასხვა დოკუმენტს, ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორის მიერ მომზადებულ სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიშებს და იდენტიფიცირებულ პრობლემურ სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო-სამართლებრივ საკითხებს. კვლევაში, ეროვნულ კანონმდებლობასა და სასამართლო გადაწყვეტილებებთან აშშ-ისა და გერმანიის სასამართლოების, საკორპორაციო-სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილ დავებზე სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილებების მისადაგების საფუძველზე, წარმოდგენილია შედარებითი-სამართლებრივი ანალიზი, რითაც უფრო ნათლად წარმოჩინდა საქმეში არსებული სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბრალდების შინაარსი, მისი განხორციელება დროსა და სივრცეში, ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედებები (მათ შორის - სისხლისამართლებრივი ნორმის თვითნებური განმარტება) და სხვა ფაქტობრივი გარემოებები, მიანიშნებს შერჩევითი სამართლის შესაძლო გამოყენებაზე, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირისა და აქტივისტის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი  ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პროექტის „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი“ ფარგლებში აკვირდება. ამ დროისთვის მონიტორინგი ეხება 20 საქმეს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).   

                                                                                                      
                                                                                                      ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები