კრებული 2020 წლის განმავლობაში მომზადებულ 6 ანალიტიკურ დოკუმენტს აერთიანებს:
ანალიტიკურ დოკუმენტებში გაანალიზებულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული სახვადასხვა აქტუალური პრობლემები, რაც გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის მიმდინარეობისას.
სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა ანალიზი, სხვადასხვა კვალიფიციურ წყაროებთან ერთად, ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის შედეგებს, ადვოკატთა მიერ მოწოდებული საქმეების მასალების, ევროპის საბჭოსა (Council of Europe) და საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) მიერ შემუშავებული, პოლიტიკური პატიმრის შესახებ კრიტერიუმებს. ამასთანავე, კვლევებში გამოყენებულია შედარებითი სამართლებრივი ანალიზი.
ანალიტიკური კრებული მომზადდა პროექტ „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ ამ დრომდე 25 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმე მოექცა.
პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ მხარდამჭერია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).