კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს

13 იანვარი, 2021

ადამიანის უფლებათა ცენტრის დოკუმენტში მიმოხილულია ორგანიზაციის წარმოებაში არსებული ყოფილი პოლიტპატიმრების და სხვა დაზარალებულთა საქმეები, რომლებზეც თავის მხრივ პროკურატურის ახალი დეპარტამენტი წლებია, მუშაობს: ე. წ. ყინწვისის საქმე, ვახტანგ მაისაიას საქმე, დავით ადეიშვილის საქმე და ა.შ.

გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობა ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჯერ კიდევ 2018 წელს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით შეისწავლა. ორგანიზაციის მიერ 2018 წლის კვლევისას იდენტიფიცირებულ პრობლემათა აბსოლუტური უმრავლესობა დღეისდღეიბით ისევ აქტუალურია, რეკომენდაციები კი - შეუსრულებელი.

ახალი გამოძიების დაწყების მაჩვენებელი კვლავ დაბალია და არ პასუხობს უფლებადარღვეული ადამიანებისთვის სამართლიანობის აღდგენისთვის საჭიროებებს, რისი მიზეზიც კვლავ სახელმძღვანელო პრინციპებისა და კონკრეტული კრიტერიუმების არარსებობაა. ეს კი რეალურად აფერხებს შესაძლო დაზარალებულთათვის უფლებების აღდგენის პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო რეგულირებით დეპარტამენტის საქმიანობა არ არის კონკრეტული დროით შემოსაზღვრული, საქმეების 100% კვლავ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამართალწარმოების პროცესის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებით შემოიფარგლება.

არსებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის შედეგად, ცალსახად ჩანს ახალი დეპარტამენტის მიერ საქმის წარმოების პროცესში ადამიანის უფლებების არსებითი დარღვევის შესახებ დადგენილების გამოტანის კლების ტენდენცია. იმ ფონზე კი, როცა უფლებადარღვეული ადამიანები დეპარტამენტის შექმნის დღიდან ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას, დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჭვირვალობა და კრიტერიუმთა ბუნდოვანება, კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებაში არსებულ კითხვებს დეპრტამენტის მუშაობის ეფექტურობაზე.
 

ახალი ამბები