პანდემიის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქის სასარგებლოდ კომპანიას კომპენსაციის გადახდა დაეკისრა
14.03.2021
2021 წლის 10 მარტს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ კერძო კომპანიას, პანდემიის პირობებში სამსახურიდან გათავისუფლებული დასაქმებულის სასარგებლოდ, საკომპენსაციო თანხის გადახდა დააკისრა.
მოქალაქე მ.გ. დასაქმებული იყო ერთ-ერთ კერძო კომპანიაში. 2020 წლის ივლისში იგი კომპანიიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლეს. ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის - COVID19-ის გავრცელების გამო არსებული შეზღუდვების ფონზე, ისედაც მძიმე სოციალურ პიროებებში, დასაქმების სერიოზული პრობლემა გაჩნდა, რასაც მძიმე ფინანსური კრიზისიც ერთვის.
დამსაქმებლის მიერ კანონის გვერდის ავლით სამსახურიდან გათავისუფლების გამო, მ.გ.-მ საკუთარი უფლების დაცვისა და დახმარების მიღების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართა. ორგანიზაციის იურისტის, ეკა ლომიძის დახმარებით, საქმის განხილვამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითად განხილვისას დაადგინა, რომ კერძო კომპანიის მხრიდან მ.გ.-ს გათავისუფლება განხორციელდა კანონდარღვევით. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას, კომპენსაციის სახით, დასაქმებულის მიმართ საკომპენსაცო თანხის - 8000 ლარის გადახდა დააკისრა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი პანდემიის შემდეგ“. პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი შეისწავლის კორონავირუსიის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა და მისი დასრულების შემდეგ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მუშაობს უფლებადარღვევათა ძირითადი ტენდენციების გამოვლენასა და კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას უწევს უფლებადარღვეულ ადამიანებს.
Leave your comment
OTHER NEWS
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC carries on Monitoring of Court Hearings of Cases with Alleged Political Motives and of Protest Demonstrations
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
Human Rights Center assesses the Activities of the New Department of the Prosecutor’s Office
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
Archive
POLL
Do you support the idea to restore Irakli Shotadze to the position of the prosecutor general?
BLOG
They wait for me in Abkhazia
Detailed...
Another proposal on agreement
Women – victims of violence
EDITORIAL
Forgotten by government veterans
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?