კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრემიერ-მინისტრის ღირსებამ „ფასი“ დაკარგა

8 ოქტომბერი, 2004

პრემიერ-მინისტრის ღირსებამ „ფასი“ დაკარგა

 დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?

2004 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოში გამართულ პროცესზე - ზურაბ ჟვანია „თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ, მოსამართლემ ძალაში დატოვა დიდუბე-ჩეღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გარდა ფულადი ანაზღაურების მოთხოვნისა, რომელიც ზურაბ ჟვანიას წარმომადგენელმა პროცესზე, მოულოდნელად თავად მოხსნა. ზურაბ ჟვანია ითხოვდა მასზე გაზეთში გასული ცნობების უარყოფას და მისთვის ამ ცნობებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას 5 000 ლარის ოდენობით. საუბარია 2004 წლის 20-26 იანვარს გაზეთის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც დაფიქსირდა: „ფეხბურთის ფედერაციის, რკინიგზის დეპარტამენტისა და მადნეულის საქმის უკან ზურაბ ჟვანია დგას“; „ერთ-ერთი შეხვედრისას ჟვანიამ პირდაპირ განუცხადა გიორგი ლეჟავას, რომ რკინიგზის დეპარტამენტის შეფობის საზღაურად 2 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა“; „ზურაბ ჟვანია მოლაპარაკებას აწარმოებს საერთაშორისო ძებნილ კურტისთან“.

აღნიშულ საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 23 მარტს გამოიტანა გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა მოსარჩელე ზურაბ ჟვანიას მოთხოვნა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფისა და მოყენებული მორალური ზიანის 5 000 ლარით ანაზღაურების შესახებ.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ „თავისუფალი გაზეთის“ სახელით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

საოლქო სასამართლოში გამართულ პროცესზე აპელანტების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცნობები, რომლის უარყოფასაც ითხოვდა ზურაბ ჟვანია არ ლახავს მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, ამ ცნობების გავრცელებით მას არ მისდგომია მორალური ზიანი. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 5 000 ლარის მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

კამათის ეტაპის დამთავრებისას ზურაბ ჟვანიას წარმომადგენელმა მოხსნა მორალური ზიანისათვის 5000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა. დანარჩენ ნაწილში იგი კვლავ სრულად იზიარებს სასარჩელო მოთხოვნებს.

- „5 000 ლარის მოთხოვნა თავიდანვე იყო იმდენად არაარგუმენტირებული და დაუსაბუთებელი, რომ მე ვფიქრობ, ლოგიკური იყო მათი მხრიდან ამის გაკეთება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არ დაკმაყოფილებულიყო სარჩელი ინფორმაციის უარყოფის საკითხში, - აცხადებს „თავისუფალი გაზეთის“ რედაქტორი თამუნა ლეფსვერიძე“.
 
- თვლით თუ არა რომ სასამართლო ზეწოლის ქვეშაა?

-„ მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო განიცდის ზეწოლას. როდესაც პრემიერ-მინისტრის სარჩელს განიხილავს, მე მესმის, რას გრძნობს და რა ვალდებულებები აქვს მოსამართლეს და არ მიკვირს თუ გავლენის ქვეშაა“.

ფაქტი ერთია, რომ 2004 წლის 1 ოქტომბერს საოლქო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც ნაწილობრივ შეიცვალა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
კერძდ კი მორალური ზიანისათვის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან მოსარჩელემ ამ ნაწილში მოხსნა მოთხოვნა.

„თავიუფალი გაზეთის“  საშუალებით გავრცელებული ცნობების უარყოფის თაობაზე კი ძალაში დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მოპასუხე მხარე არ აპირებს ინფორმაციის უარყოფას და როგორც გაზეთის რედაქტორმა თამუნა ლეფსვერიძემ განაცხადა ჩვენთან საუბარში, ისინი უმაღლეს სასამართლოში აპირებენ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და თუ საჭირო გახდა საქმეს სტრაბურგშიც გადაგზავნიან:

- „აუცილებლად გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში, და შევხედავთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები... ყოველ შემთხვევაში ინფორმაციის უარყოფას ნამდვილად არ ვაპირებთ“.

ახალი ამბები