კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო დაპატიმრებები საქართველოში ჩვეულ მოვლენად რჩება

7 მარტი, 2005

უკანონო დაპატიმრებები საქართველოში ჩვეულ მოვლენად რჩება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთისა და ჯავახეთის (ახალციხისა და ახალქალაქის) ფილიალის რექტორის მერაბ ბერიძის დაპატიმრებას დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც ახალციხეში, ასევე თბილისში. მერაბ ბერიძის დაპატიმრებით აღშფოთებულმა სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა პროტესტის გამოსახატად და რექტორის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩებში მასობრივი აქციები გამართეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მერაბ ბერიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები და მისი დაპატიმრება ყოვლად უსამართლო და დაუსაბუთებელი იყო. მიუხედავად ამისა სასამართლომ მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ იგი თავდებით გაათავისუფლა და მოგვიანებით კი მიიღო გადაწყვეტილება მერაბ ბერიძის თსუ-ს ახალქალაქის ფილიალის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ხოლო ახალციხის ფილიალიდან გამოძიების  დასრულებამდე გაათავისუფლეს. მაგრამ როგორც რექტორი აცხადებს, რომც აღადგინონ  თანამდებობაზე არ დაბრუნდება.

თსუ-ს მესხეთის ფილიალის რექტორი დაპატიმრებულ იქნა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. პროკურატურა მას 58 ათასი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანა დოლიძე თვლის, რომ მერაბ მერიძე საერთოდ არ იმსახურებდა აღკვეთის ღონისძიებას, რადგანაც გამოძიებას არ ჰქონდა წარმოდგენილი წინასწარ საკმარისი რაოდენობა მტკიცებულებებისა, რაც დაასაბუთებდა მის ბრალეულობას”.

მას შემდეგ, რაც რაიონის სასამართლომ მერაბ ბერიძეს პატიმრობა შეუფარდა, იქვე ჩატარდა მეორე სასამართლო, რომელმაც იგი სამსახურიდან გადააყენა.

 „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანა დოლიძე თსუ-ს ახალციხის ფილიალის რექტორის მიმართ ბრალდებას თავიდან ბოლომდე აბსურდულად მიიჩნევს. „ბერაბ ბერიძეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება აქვს წაყენებული. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ის, რომ ადამიანს სარგებელი უნდა ჰქონდეს თავისთვის ან სხვებისათვის. ამ შემთხვევაში თვითონ პირველი ინსტანციის მოსამართლის ბრძანებაში და პროკურორის შუამდგომლობაშიც პატიმრობის შეფარდების შესახებ წერია, რომ მას არცერთი თეთრი არ წაუღია სახლში თავისთვის. მთელი თანხები, რაც იყო გადახდილი მოსწავლეების მიერ, გაიცა პროფესორ-მასწავლებლებისათვის ხელფასების სახით და ამის დოკუმენტური მასალებიც არსებობს, ანუ გამოძიება და სასამართლო თვითონ ადასტურებს, რომ მას თავისთვის სარგებელი არ ჰქონია. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებაში წერია, რომ სტუდენტებმა უპირატესობა მიიღეს, იმითი, რომ სამხედრო კათედრის გავლის გამო ისინი ჯარში არ წავიდნენ. უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: იმისათვის, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩაითვალოს, აუცილებლად ვინმეს უფლებები უნდა იყოს შელახული. ამ შემთხვევაში ეს სტუდენტები აგრეთვე მოყვანილნი არიან როგორც დაზარალებულები, ვინაიდან ჯარში არ წავიდნენ. მთელი აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი და იგივე ხალხი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება იყოს ცნობილი უპირატესობის მიმღები და ამავე დროს ამ უპირატესობით დაზარალებულები?“- განაცხადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, რომელიც იცავდა ბერიძის უფლებებს სასამართლოზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე უფლებამოსილების საკითხი, ვინ იყო უფლებამოსილი მიეღო სამხედრო სწავლების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. ჰქონდა კი ბერიძეს ეს უფლება, რომ ბოროტად გამოეყენებინა? მისი ადვოკატის განცხადბით, იგი გადაწყვეტილების მიმღები ამ შემთხვევაში, ანუ ადამიანი, რომელიც რაიმე უფლებას გამოიყენებს, არ იყო, რადგან მთელი ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალიან ბევრი დაწესებულების და თანამდებობის პირის დახმარებით, თანხმობით და მეშვეობით, რაც ბრძანებაშიც წერია. ბრძანებაში მითითებულნი არიან პირები, როგორებიც არიან სამხედრო კათედრის უფროსი და სამხედრო კათედრის თანამშრომლები, უნივერსიტეტის რექტორი როინ მეტრეველი, აგრეთვე თავდაცვის სამინისტრო, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფიცს იბარებდა სტუდენტებისგან და მათ წოდებებს ანიჭებდა.

„არსებობს მეტრეველის ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ გაიარონ ამა და ამ სტუდენტებმა სამხედრო სწავლება, არსებობს ასევე სამხედრო კათედრის ხელშეკრულება, და რაც მთავარია თავდაცვის სამინისტროს ნება ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობდით, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ამ ადამიანის დამნაშავედ ცნობა იქნებოდა აბსურდი“,-აცხდებს ქ-ნი ანა.

ახალციხის ფილიალის რექტორის მიმართ წინასწარი სამთვიანი პატიმრობის შეფარდებისას სასამართლოზე უდიდესი ზეწოლა ხორციელდებოდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა პოლიციისა და სპეცრაზმის ხელმძღვანელის თანდასწრებით.
 
ამჟამად მერაბ ბერიძე თავდებით გაათავისუფლეს და გამოძიების დასრულებამდე თსუ-ს ახალციხის ფილიალის რექტორად დატოვეს, თუმცა მერაბ ბერიძე რექტორის თანამდებობაზე დარჩენას არ აპირებს და მომავალში სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას ფიქრობს.     

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები