კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო პატიმრობის კიდევ ერთი მსხვერპლი

8 აპრილი, 2005

უკანონო პატიმრობის კიდევ ერთი მსხვერპლი

ზურაბ ჭანკოტაძე - უკანონო პატიმრობის ერთი წელიწადი

სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ზურაბ ჭანკოტაძის უფლებების შელახვა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. იგი თითქმის ერთი წელია, რაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება. სასამართლო პროცესი მისი დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე გაიმართა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოში  გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებს და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

სამოქალაქო ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ ჭანკოტაძე 2004 წლის 16 მარტიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება  2004 წლის 31 აგვისტოს დასრულდა და ამავე წლის 20 სექტემბერს საქმე გადაეცა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. თუმცა, სასამართლო პროცესი ზუსტად ერთი წლის თავზე გაიმართა და ზურაბ ჭანკოტაძე 2005 წლის 16 მარტს არის მიცემული სამართალში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 6-ე პუნქტი ადგენს, რომ ბრალდებულისათვის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ზღვრული ვადა არის ცხრა თვე. ხოლო, ზურაბ ჭანკოტაძის დაკავებიდან თითქმის ერთი წელი იყო გასული. ასე, რომ 20 სექტემბრიდან იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მოთხოვნებს.

საგულისხმოა ასევე ის, რომ სანამ აღნიშნული საქმე წარმოებაში მიიღებოდა, საქართველოს სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა შეისწავლა ზურაბ ჭანკოტაძის საქმე  და მიიჩნია ადამიანის უფლებათა დარღვევად. მან ამა წლის 11 თებერვალს სარეკომენდაციო წერილით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შეეწყვიტა უკანონო პატიმრობა. მისი მიმართვიდან ერთი თვის შემდეგ სასამართლომ აღნიშნული საქმე მიიღო წარმოებაში და ამჟამად 12 მოწმე დაიკითხა. 

სამოქალაქო ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატის, გოჩა სვანიძის განცხადების თანახმად, ზურაბ ჭანკოტაძე ამ ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა სტადიაში სხვადასხვა კუთხით იყო უკანონო პატიმარი და ამასთან დაკავშირებით მან მიმართა სტრასბურბის სასამართლოს და ერთი თვის წინ შეიტანა სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები