კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში ქართველი ქალების არჩევანის უფლებას ყიდიან

20 დეკემბერი, 2005

რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში ქართველი ქალების არჩევანის უფლებას ყიდიან

12 წელია ქართულ- აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა „დამატებითი შემოსავლის“ წყაროდ საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთის მსურველების მიერ გადახდილი საზღაურიც გაიხადეს. საზღვარს კი აფხაზები ქართველი გოგონების დასატყვევებლად კვეთენ, რაშიც ისინი რუს სამშვიდობოებს 300-500 რუბლამდე უხდიან. ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებულ გოგნათა რაოდენობამ თვეში 10-12-ს მიაღწია, რაზეც ქართველი სამართალდამცავები შესაშური სიმშვიდით რეაგირებენ.

საზღვრის გადაკვეთას წლების მანძილზე ახერხებენ ის პირები, რომლებიც ოჯახის შესაქმნელად ძალადობას იყენებენ (აქვე შევნიშნავთ, რომ ამ გზით აფხაზეთს თავს ძებნილები და დეზერტირებიც აფარებენ); კერძოდ, ახალგაზრდა მამაკაცები (უმეტეს შემთხვევაში ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებიდან) ახალგაზრდა ქალებს იტაცებენ და  რუსი სამშვიდობოებისათვის  გადახდილი  ფულის სანაცვლოდ  თანამოაზრეებთან ერთად დაუბრკოლებლად კვეთენ საზღვარს, რის შემდეგაც თავს დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიას აფარებენ.

რუსები მოძალადე „სიძეებისაგან“ ასეთი სამსახურის გაწევისათვის 300-დან 500 რუბლამდე იღებენ, რაც 30-50 ლარის ეკვივალენტია.

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს ოთხმა პირმა ზუგდიდის ცენტრში იძულებითი გზით მანქანაში ჩააგდო 22 წლის ნანა ჯ-, რომელსაც გამტაცებლებმა ჯერ პირი აუკრეს, შემდეგ კი თავზე ტომარა წამოაცვეს და წიხლების კვრით აიძულეს მანქანაში ჩაწოლილიყო. ამ გზით მათ საზღვართან განლაგებულ რუსული სამშვიდობო ძალების პოსტამდე (საბერიოს 203-პოსტი) მიაღწიეს,სადაც გატაცებულმა მათგან თავის დაღწევა მოახერხა და საშველად რუს სამშვიდობოებს მიმართა, რაზეც პასუხად მხოლოდ ღიმილი მიიღო. საბერიოში გადაყვანილმა ნანა ჯ. -მ მოახერხა მშობლებთან ტელეფონით დაკავშირება, რის შემდეგაც საქმეში ოჯახის წევრებმა აფხაზური, კერძოდ, გალის მილიციის ჩართვა მოახერხეს, თავად კი შემოვლითი გზებით შეაღწიეს გალის რაიონში, აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გატაცებულის კვალის მიგნება მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა და გამტაცებლებმა იგი მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ მშობლებისგან მიღებული გარანტიების შემდეგ გაათავისუფლეს.

გატაცებულის განცხადებით, ორი დღის მანძილზე გამტაცებელი „სასიძო“ და მისი ახლობლები დაშინების, ფსიქოლოგოური ტერორის და  ზეწოლის გზით ცდილობდნენ მისგან თანხმობა მიეღოთ გამტაცებელ დათო ქ- სთან შეუღლების შესახებ. 

წალენჯიხის რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე ჯ. გულორდავა შენიშნავს, რომ ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები: „სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ  აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი ფუნქციის შესრულებას. ჩვენი სამსახური უძლურია ამ შემთხვევაში“.

საგულისხმოა, რომ ამგვარი ფაქტები დაუსჯელი რჩება; მეტიც, ჭუბურხინჯის არც ერთ  ტრადიციულ შეხვედრებზე, რომელშიც ქართული, აფხაზური მხარეები, რუსი სამშვიდობოები და გაეროს  მისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ამგვარი ფაქტები არ განხილულა. სტატისტიკა კი შეშფოთების საბაბს ნამდვილად იძლევა - გატაცებული და შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანილი ქალების რაოდენობამ თვეში საშუალოდ 10-12-ს მიაღწია. 10 ასეთი გატაცებიდან სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ 3 შემთხვევაშია აღძრული.

სამწუხაროა, რომ ამგვარი ფაქტები დღემდე მეორდება და უმეტესად დუსჯელი რჩება.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები