პროკურატურა უარს ამბობს ჟურნალისტის შეურაცყოფის ფაქტის გამოძიებაზე
14.02.2006
პროკურატურა უარს ამბობს ჟურნალისტის შეურაცყოფის ფაქტის გამოძიებაზე

შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს წერილობით განუმარტა, რომ მათი უწყება ვერ დაიწყებს წინასწარ გამოძიებას რწმუნებულ მიხეილ ქარელის და მისი დაცვის წევრების მიერ ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის მიმართ განხორციელებული დანაშაულის ფაქტზე, რადგან ჟურნალისტის მითითებული ფაქტები არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის დარღვევებს, რასაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ჰქვია.
განცხადება გენერალურ პროკურატურაში 2005 წლის 30 დეკემბერს გენერალური პროკურორის სახელზე შევიდა. გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტის განცხადება საოლქო პროკურორ მიხეილ აბულაძეს დააწერა განსახილველად, რომელმაც ჟურნალისტის განცხადება საგამოძიებო ნაწილის უფროსს გელა გელაშვილს გადასცა.
2006 წლის 24 იანვარს გელა გელაშვილმა განცხადების ავტორს ასეთი შინაარსის პასუხი გასცა: „გაცნობებთ, რომ მასში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 -ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც აღნიშნულ ფაქტზე წინასწარი გამოძიება ვერ დაიწყება.“
საბა წიწიკაშვილი: „1 თებერვალს საგამოძიებო ნაწილის უფროს დეტალური ახნა-განმარტება მოვთხოვე, თუ რომელი კანონით და მუხლით იხელმძღვანელა ჩემი განცხადების განხილვისას, ვინაიდან ცნობილია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის საფუძველზე პროკურატურა ვალდებულია სისხლის სამართლის საქმე აღძრას, თუკი განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.“
შიდა ქართლის პროკურატურამ საბა წიწიკაშვილს დამატებით 2006 წლის 10 თებერვალს განუმარტა, რომ მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავს 154-ე მუხლით დანაშაულის ნიშნებს „ვინაიდან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისას, ე.ი. მის იძულებას, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. თქვენი განცხადებიდან გამომდინარე კი ასეთ ფაქტს თქვენს მიმართ ადგილი არ ჰქონია და იგი არ წარმოადგენს წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველს“,- ნათქვამია ასევე განცხადებაში.
საბა წიწიკაშვილი მიიჩნევს, რომ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ სწორედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლი დაარღვია, რადგან განცხადებაში მითითებული ფაქტები არ ჩათვალა დანაშაულის ნიშნად, რასაც ადგილი ჰქონდა რწმუნებულის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 26 აპრილს მიხეილ ქარელმა გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში წყალდიდობის დროს ფოტოსურათების გადასაღებად ჩასულ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, ხოლო დაცვის წევრებს უბრძანა, მანქანიდან მისი ჩამოთრევა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი.
საბა წიწიკაშვილი პროკურატურას შიდა ქართლის გუბერნატორის მფარველობაში ადანაშაულებს და აცხადებს: „პროკურორი მწერს, რომ ჩემს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ ითვალისწინებს დანაშაულის ნიშნებს. ჩემი განცხადების გარდა, პროკურორი იგნორირებას უკეთებს მოსახლეობის და იმ ჟურნალისტების ახსნა-განმარტებებს, რომლებიც ჩემს განცხადებას დავურთე. ორი ჟურნალისტი და სოფლის 100-მდე მაცხოვრებელი უდასტურებენ პროკურორს, რომ მიხეილ ქარელმა და დაცვის წევრებმა ხელი შემიშალეს პროფესიულ საქმიანობაში. აქ უკვე აშკარად ჩანს, რომ პროკურატურა მფარველობს შიდა ქართლის გუბერნატორს.“
საბა წიწიკაშვილი ამჯერად გორის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.
საბა წიწიკაშვილი გორიდან
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

