13:11, Monday, 22.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელების დასჯას ითხოვს

16.03.2006
 სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელების დასჯას ითხოვს


სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ხუთშაბათს, 18:00 საათზე მისცეს ავტო “სიცოცხლის სიგნალი” შინაგან საქმეთა სამინისტროს სიკვდილის ბრიგადების წინააღმდეგ.

გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის – სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ისევ ბურუსითაა მოცული. მოკლულის ოჯახი მკვლელობის  შემკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს ასახელებს და მათ დასჯას ითხოვს. მართალია, ამ ადამიანებს მოკლულის ოჯახის და საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდათ, თუმცა გარდაცვლილის დედა ამით არ კმაყოფილდება...

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათა ახალაია, მისი მოადგილე ოლეგ მელნიკოვი, შსს-ს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე და პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე - ეს ის ადამიანები არიან, რომელთა გვარები  აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირად ისმის. მათზე ეჭვები მოწმეთა  ჩვენებების საფუძველზე გაჩნდა. მკვლელობის ისტორია კი „შარდენ ბარიდან“ დაიწყო, სადაც გირგვლიანმა მეგობარ გოგონას მიაკთხა და ის სუფრასთან უცხო ადამიანებთან ერთად ნახა (ზემოთ დასახელებულ გვარებთან).

როგორც გირგვლიანის მეგობარი გოგონა თათია მაისურაძე ამბობს, ბარში სანდრომ მას უსაყვედურა ამათთან რას ზიხარო, უხერხული გამონათქვამები იხმარა და ბარიდან გავიდა. მეორე დღეს კი გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე მკვდარი იპოვეს. ბარში მასთან ერთად იყო მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე, რომელიც საქმეში კიდევ ერთი მოწმეა. მისი ჩვენებით, ბარიდან გამოსვლის შემდეგ, მათ ორი ადამიანი დაედევნა და „ემელის“ ტიპის ჯიპში ჩასვა. ისინი ოქროყანის სასაფლაოზე წაიყვანეს და სასტიკად სცემეს. ბუხაიძემ გაქცევა შესძლო  და ერთ-ერთ ბენზოგასამართ სადგურს შეაფარა თავი.

ამის შემდეგ კი შსს_ში საქმე აღიძრა. ბუხაიძემ ფოტოზე ერთ-ერთი ადამიანი ამოიცნო, რომელიც მათ სცემდათ. ის ოლეგ მელნიკოვი აღმოჩნდა.

მელნიკოვზე მიანიშნებს თათია მაისურაძეც: “ბარიდან სანდროს გასვლის შემდეგ ოლეგ მელნიკოვიც გავიდა. თქვა, რომ სიგარეტის საყიდლად მიდიოდა. დაახლოებით 40 წუთში დაბრუნდა. თქვა, სიგარეტი ვერ ვიშოვე და „ბიგ-ბენში“ ვიყავიო. შემცივნებული იყო.“  

მოგვიანებით „ბიგ-ბენის“ ვიდეოკამერა შემოწმდა, რომელიც ყველა შემსვლელ-გამომსვლელს აფიქსირებს, მაგრამ, იქ მელნიკოვი არ ყოფილა. 
ამ ამბებმა მოკლულის ოჯახის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. მათ სასწრაფოდ იმ მაღალჩინოსნების სამსახურიდან გათავისუფლება და დასჯა მოითხოვეს, რომლებიც იმ ღამეს ბარში იყვნენ.  

„სანდრო გირგვლიანის მკვლელობა არაა პირველი შემთხვევა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა და რომელშიც ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ძალიან ბევრი საქმე გახსნილი არ არის იმიტომ, რომ მკვლელებს, ისევე როგორც სანდროს შემთხვევაში, მფარველები აღმოაჩნდათ შსს-ში. ეს პიროვნებები უნდა გადადგნენ და მიეცენ პასუხისგებაში. შსს უნდა გაიწმინდოს ამგვარი მკვლელებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მგონია, რომ ამას ხალხის დიდი მობილიზება არ სჭირდება“, - განაცხადა  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა დოლიძემ.

ხალხის აქტიურობის შემდეგ, შს მინისტრმა საქმე გახსნილად გამოაცხადა და რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა, რომელთაც 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავებულნი არიან: კონსტიტუციური უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი გია ალანია და ამავე დეპარტამენტის ოფიცრები - ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილური. სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე ამ ადამიანების დაკავებით არ კმაყოფილდება და აცხადებს, რომ ისინი შემსრულებლები არიან და მკვლელობის დამკვეთების დასჯას ითხოვს: „ერთადერთი შვილი სადისტურად მომიკლეს. სანდროს მკვლელობას არავის ვაპატიებ. მკვლელობის დამკვეთებმა, იმ სუფრის წევრებმა პასუხი უნდა აგონ, ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს“.

იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული „გქბ“-ის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ორგანიზატორების დაკავების მოთხოვნით,  „კინო სახლში“ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სპეციალური რეზოლუცია მიიღეს, რომლითაც ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვენ დანაშაულში ეჭვმიტანილი ყველა პირის, პირველ რიგში კი დამკვეთების დასჯას.

საზოგადოებრივი პრესის შემდეგ შსს-ს თანამშრომლებმა რიგრიგობით თანამდებობები დატოვეს. მათ შორის პირველი  გურამ დონაძე
აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა  მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მან თანამდებობიდან გაათავისუფლა შსს-ს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი გურამ დონაძე. მისი გადაყენების ოფიციალური მოტივი ჟურნალისტებთან გართულებული ურთიერთობები იყო და არა ის გარემოება, რომ დონაძის გვარი გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფიგურირებდა.
რამდენიმე დროის შემდეგ კი უფლებამოსილება შეუწყდათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დათა ახალაიას, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძესა და ოლეგ მელნიკოვს. ახალაიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან ისინი კავშირში არ არიან, მაინც გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას და გადაწყვიტეს, გამოძიების დამთავრებამდე დროებით გადადგენ თანამდებობიდან. სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები, ამით არ კმაყოფილდებიან და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ.

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC