ახმეტის რაიონის სოფელ მატნის მოსახლეობა თანასოფლელის უკანონოდ დაპატიმრებას აპროტესტებს
30.03.2006
ახმეტის რაიონის სოფელ მატნის მოსახლეობა თანასოფლელის უკანონოდ დაპატიმრებას აპროტესტებს

28 მარტს ახმეტის რაიონის გამგეობის შენობის წინ სოფ. მატნის მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი პროტესტს თანასოფლელის, გელა ნინიაშვილის დაკავების გამო გამოხატავდნენ. მატნელები აცხადებენ, რომ ნინიაშვილი უკანონოდაა დაპატიმრებული და სამართალდამცავებისგან მის გათავისუფლებას ითხოვენ.
გელა ნინიაშვილი სამართალდამცავებმა 27 მარტს დაკითხვაზე დაიბარეს, დაკითხვის შემდეგ კი დააკავეს. დაკავების მიზეზად ახმეტის რაიონის პოლიციამ ის დაასახელა, რომ ნინიაშვილი სოფელ მატნის კულტურის სახლის ტერიტორიაზე თონეს ოფიციალური ნებართვის გარეშე ამუშავებდა.
ნინიაშვილის ადვოკატის ალექსი შოშიკელაშვილის განცხადებით, გელა ნინიაშვილი უკანონოდაა დაკავებული, რადგან სოფელ მატნის კულტურის სახლის ტერიტორიაზე არსებული თონე მას გაფორმებული აქვს. შოშიკელაშვილი აცხადებს, რომ ამ ადამიანის დაკავების ერთად-ერთი მიზეზი ბიზმესმენ ლუკა რამაზაშვილთან მეგობრობაა. „ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ რამაზაშვილის რამოდენიმე მეგობარი ცოტა ხნის წინ აბსურდული ბრალდებით დააკავეს. ესენი არიან: შენგელი მგელაურიძე, თემურ ანთაიძე და გოჩა წითელაური. გარკვეული პერიოდის შემდეგ მგელაურიძე და წითელაური გაათავისუფლეს, ხოლო თემურ ანთაიძე ისევ დაპატიმრებულია ამჟამად; და კიდევ, სამართალდამცავებმა რამაზაშვილის კიდევ ერთი მეგობარის ტელეკომპანია თანამგზავრის დირექტორის ენრი კობახიძის დაპატიმრება თებერვლის დასაწყისში სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს და დღემდე მის სახლში ინტენსიურად ატარებენ ჩხრეკებს და დაპატიმრების მიზეზს ეძებენ“,- განუცხადა შოშიკელაშვილმა ადამიანის უფლებათა ცენტრს.

აქციის მონაწილენიც ირწმუნებიან, რომ გელა ნინიაშვილის დაკავება ორიოდე თვის წინ დაპატიმრებულ ბიზნესმენის ლუკა რამაზაშვილის საქმეს უკავშირდება. მატნელების თქმით, „გელა ნინიაშვილი სამართალდამცავთა მიერ შედგენილ „შავ სიაში“ სწორედ ამის გამო მოხვდა.“
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა ბიზნესმენი ლუკა რამაზაშვილი 13 ცალი სამშენებლო ე.წ. „პლიტის“ ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს. მაშინ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გელა ნინიაშვილი აცხადებდა, რომ აღნიშნული სამშენებლო მასალა მას ეკუთვნოდა და არა ლუკა რამაზაშვილს. „ის პლიტები ჩემია და არა ლუკა რამაზაშვილის. რატომ იჭერენ სხვას ჩემი ქონების გამო, არ ვიცი. ის სამშენებლო პლიტები არც მე მომიპარია და არც სხვას. მე შენობა ვიყიდე თავისი პლიტებით...“
მას შემდეგ, რაც ახმეტის რაიონის ხელმძღვანელობისგან პასუხი ვერ მიიღეს, აქციის მონაწილეებმა რაიონული პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი პოლიციის უფროსთან შეხვედრას და გელა ნინიაშვილის დაკავების რეალური მიზეზის დასახელებას მოითხოვდნენ.

მიუხედავად შს ახმეტის რაიონული სამმართველოს წინ გამართული აქციისა და ხმაურისა, მატნელებთან სასაუბროდ არც პოლიციის უფროსი გამოსულა და არც რომელიმე სამართალდამცავი.
„გამოვიდეს ვინმე და გვითხრას გელა ნინიაშვილის დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი. ეს პიროვნება ნამდვილად არ არის ღირსი, რომ ციხეში იყოს“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

აქცია რამდენიმე საათში დაიშალა, თუმცა სოფლის მოსახლეობა აცხადებს: „თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, სკოლებში და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესები ჩაიშლება და მერე მაინც გამოიჩენენ ყურადღებას...”
ვერიკო კობიაშვილი კახეთიდან
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?