14:17, Sunday, 08.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დროებითი თავშესაფარი თვითმკვლელობის მცდელობის ფასად

23.08.2006
gulnara32.gifსამ არასრულწლოვან შვილთან ერთად გულნარა ჭაღალიძემ მანქანის ქვეშ   შევარდნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დროებითი საცხოვრებელისთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი მიიღო. სანატორიუმ „მწვანე კონცხიდან“ გამოსახლების შემდეგ, სოფელ ჭარნალის კლუბში შესახლებულ ჭაღალიძეების ოჯახს ადგილობრივი მოსახლეობა აუჯანყდა. „ისევ ქუჩაში დარჩენას, მირჩევნია აქვე მოვკვდე შვილებთან ერთად“, _ განაცხადა თავლცრემლიანმა დედამ. 

„3 წელი მახინჯაურში, „მწვანე კონცხში“ ვცხოვრობდით. ყაზახებმა იყიდესო და გამოგვასახლეს. სამინისტროდან მოსულმა ხალხმა გვითხრა - დროებით სადმე შედით და შემდეგ რამეს გამოგიძებნითო. ორი ღამე ქალაქში, რაღაც გარაჟში გავათენეთ, შემდეგ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაში მივედი საცხოვრებლის სათხოვნელად. იმათ ჭარნალის გაუქმებულ კლუბში შეგვიყვანეს, რაც გვაბადია მათივე მანქანით გადავიტანეთ. კლუბში 8 დღე ვიცხოვრეთ. საშინელი სიტუაცია იყო, ჭერი - ნახევრად ჩამომტვრეული. გვეშინოდა დარჩენილი ნაწილი ღამით თავზე არ დაგვმხობოდა. ჩვენ რომ შევედით, ამ კლუბსაც პატრონი გამოუჩნდა. მოვიდა ოცამდე ბიჭი, სოფლის მაცხოვრებლები და კლუბის დაცლა მოგვთხოვეს, - აქ ჩვენ ქელეხებს ვიხდითო. სოფელი მართალია, თავისას  ითხოვს, მაგრამ ჩვენ რაღა ვქნათ?” - კითხულობს გულნარა ჭაღალიძე.

ჭაღალიძეების ოჯახი სანატორიუმამდე შუახევის რაიონში, სოფელ ზემარდულში ცხოვრობდა. ოჯახი სტიქიის შედეგად დაზარალდა: „არაფერი არ გვაქვს, ჩემს ქმარს ათი დედ-მამიშვილი ჰყავს, მაგრამ ყველანი წამოსულები ვართ, იქ არ იცხოვრება“.

გულის მანკით დაავადებულ მირზასთან, ელზა და ინეზასთან ერთად, გულნარა ჭაღალიძე დროებითი საცხოვრებლის სათხოვნელად აჭარის მინისტრთა საბჭოს წინ მივიდა. „ჩამობრძანდა კახა გუჩმანიძე - ავალ, დაველაპარაკები და პასუხს მიიღებო. ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვიდა, - არანაირი ფართი არ იქნებაო, მითხრა. სიკვდილის მეტი გზა აღარ მქონდა დარჩენილი...”

გულნარა ჭარალიძე ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში ითხოვდა ოთახს. ”ნარკოლოგიურის შენობაშიც არიან შესახლებულები, მაგრამ თავისუფალი ოთახებიცაა. გუშინწინ ვიყავი და საკუთარი თვალით ვნახე. ესენი კი მატყუებენ, - არ არისო. რამდენიმე ოთახი დაკეტილია, არავინ ცხოვრობს. იძულებულს მხდიან, კარი გავტეხო და ისე შევიდე, თავს შევაკლავ და აქედან ცოცხალი არ წავალ, შვილებთან ერთად რაც გადაწყვეტილი მაქვს, იმას გავაკეთებ”, - ამბობდა აღელვებული დედა.

რამდენიმე საათში გულნარა ჭაღალიძეებთან ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. ჭაღალიძეები მინისტრთა საბჭოს შენობიდან ხელვაჩაურში, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში წაიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციოზი ნარკოლოგიურში თავისუფალი ფართის  არსებობას უარყოფდა, ჭაღალიძეებისთვის ოთახი გამოინახა. „ერთ ქალს, რომელიც წაბლანელი იყო, ორი ოთახი ჰქონდა. კახა გუჩმანიძემ და გამგეობის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ერთი დაეცალა; იქ უნდა შევსახლდე“, - აღნიშნა ფაქტის მეორე დღეს, გულნარა ჭაღალიძემ.

ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა გუჩმანიძემ  ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადა. არაოფიციალურ სატელეფონო  საუბარში კი აღნიშნა: „მწვანე კონცხის“ სანატორიუმში 13 ოჯახი წლების განმავლობაში უკანონოდ იყვნენ შესახლებულები. არც ერთს არაფერი ეკუთვნოდათ. ეს ოჯახი გასახლების შემდეგ თავისი პირადი ინიციატივით შესახლდა კლუბში. ჩვენ არ შეგვისახლებია, მაშინ რაიმე დოკუმენტი, ან საბუთი ექნებოდათ. რა ქნას სახელმწიფომ, ვიწროდ ბევრი ცხოვრობს, სახელმწიფოს მიდგომა არაა, რომ ყველა დააკმაყოფილოს. ეს კიდევ კეთილი ნებაა, რომ შევასახლეთ”.


მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC