14:37, Sunday, 08.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მათ ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაკითხეს...

07.09.2006
7._sek__da_17_agvisto.gifკარზე ზარმა დარეკა და ოთხი კაცი შემოვიდა - სამი შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ერთი პრეზიდენტის დაცვიდან. მათ იკითხეს სახელები, მისამართები და ტელეფონის ნომრები ყველასი ვინც მშვიდობიან ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში მუშაობდა - და ამას ყველაფერს პრეზიდენტის უსაფროთხოების დაცვის მიზეზით აკეთებდნენ. 

საპატიებელია, თუ გგონიათ რომ ყველაფერი ეს საბჭოთა კავშირის არსებობის ბნელ პერიოდში მოხდა, მაგრამ აღნიშნული მოვლენები თბილისში ივნისის თვეში განვითარდა. ეს პირველი შემთხვევა არაა როცა ადამინის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლების მხრიდან დაშინების საგანი ხდება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.
როგორც სტუმრადმყოფმა ინგლისელმა, არ ვიცოდი რა მელოდა, როცა მუშაობა დავიწყე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციაში - ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრიში (HRIDC). გაგონილი მქონდა, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში არასამთავრობოები ხშირად განიცდიდნენ ზეწოლას, მაგრამ სინამდვილემ მოლოდინს გადააჭარბა, როცა შენს კოლეგებს საფრთხის ქვეშ ხედავ.

HRIDC-ში ჩემი თანამშრომლობის პერიოდში ორგანიზაციას რამოდენიმეჯერ ‘“წვივნენ“ მთავრობის წარმომადგენლები. პირველ და ორ თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ორგანიზაციას ესტუმრნენ, რათა „უკეთესად გაცნობოდნენ მის საქმიანობას“. მაგრამ აქ მომუშავე პირებმა აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტის რეალური მიზეზი თანამშრომლების შეშინება იყო.

2006 წლის 7 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ანტი-ტერორისტული დეპარტმენტის მაიორმა, თენგიზ ტყებუჩავამ დაურეკა HRIDC-ის აღმასრულებელ დირექტორს ბ-ნ უჩა ნანუაშვილს და აცნობა, რომ განყოფილების ხელმძღვანელს, გია გაბუნიას სურდა მასთან საუბარი.

ტყებუჩავას არ დაუსახელებია ნანუაშვილის სამინისტროში დაბარების მიზეზები. კითხვაზე მან უბრალოდ უპასუხა, რომ „სურდათ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით“. ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მანამდე მათ უნდა წარმოედგინათ ოფიციალური წერილი, რომელშიც ნათლად იქნებოდა ასახული რისთვის იბარებდნენ მას სამინისტროში. ამის გაგონებაზე ტყებუჩავამ კატეგორიულად მოითხოვა ნანუაშვილის დაუყოვნებლივ წასვლა სამინისტროში და დაემუქრა, რომ არდამორჩილების შემთხვევაში, მას ძალით წაიყვანდნენ.
 
HRIDC გასულ წელსაც იყო მუქარისა და ზეწოლის ქვეშ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზაურ კვარაცხელიამ ნანუაშვილს ინფორმატორი და მოღალატე უწოდა, რადგან გაბედა და გააშუქა ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციის ფაქტები. ამას გარდა მუქარის ზარები მოდიოდა პრემიერ მინისტრის მრჩეველ ნიკო ნათენაძისაგან.

მოგვიანებით ნანუაშვილმა განმარტა, თუ რატომ მიიქცია ყურადღება მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. „ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშები, რომლებიც რეგულარულად ქვეყნდება ცენტრის მიერ, ისევე როგორც სასამართლო საქმეები თანამდებობის პირთა მონაწილეობით, შეიძლება ყოფილიყო ამ კამპანიის გამომწვევი მიზეზი“,- განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა, რომ „ამჯერად ეს მხოლოდ სატელეფონო ზარებია, მაგრამ შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. ერთი რამ ცხადია ჩემთვის, მსგავსი ინციდენტი მოითხოვს სერიოზულ რეაგირებას. „არანაირი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ განხორციელებულა მთავრობის მხრიდან“.

არასამთავრობოთა ზეწოლის ფონზე პარლამენტის წევრებს წარუდგინეს კანონპროექტი „ექსტრემიზმის აღკვეთის“ შესახებ. ტერმინი - „ექსტრემიზმი“ კოკნკრეტულად რას გულისხმობს ჯერ კიდევ გასარკვევია. იმ შემთხვევაში, თუ კანონი სწორად არ იქნა დამუშავებული, ის შესაძლოა ხელისუფლების მიმართ კანონიერი კრიტიკის აღსაკვეთად გამოიყენონ. საქართველოს მოსახლეობას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრმა ნიკა გვარამიამ განუმარტა, რომ აღნიშნული კანონი შეეხება იმ პოლიტიკურ ექსტრემიზმს, რომელიც „მოღალატურ განცხადებებში“ გამოიხატება.

ისინი, ვინც ამ კანონმდებლობას გვთავაზობენ გამორიცხავენ საზოგადოებისათვის რაიმე საფრთხის შექმნას. თბილისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებიან აღნიშნულ დანცხადებას, რადგან ისინი მთავრობისაგან უკვე განიცდიან ზეწოლას. ოპოზიციური პარტიებიც შეაშფოთა ამ ფაქტმა და მათი წევრები აცხადებენ, რომ ახალი კანონი მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ყველასათვის ცნობილი გიორგაძის მომხრეების წინა კვირას დაპატიმრებამ, რაც სავარაუდოდ სწორ ქმედებად მიიჩნიეს, საზოგადოება კიდევ უფრო დააფიქრა.

მიუხედავად ყველაფრისა არიან ადამიანები, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ უმჯობესია მთავრობას ვენდოთ, რომ მათი გეგმები პოზიტიურია და ხელისუფლებაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ადამიანის უფლებათა დასაცავად მოვიდნენ. რასაც არ უნდა წარმოადგენდეს მათი გეგმები, ერთი რამ აშკარაა, მთელი ძალაუფლება ერთი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ხელშია. ის პარლამენტში შთამბეჭდავი უმრავლესობითაა წარმოდგენილი, სადაც არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია. სასამართლოები ინიციატივას არ გამოხატავენ ხელისუფლება რამეში დაადანაშაულონ, რითაც აღმასრულებლის ძალაუფლება უფრო ძლიერდება.

მიუხედავად მათი ტოტალური მონოპოლიისა, მთავრობის წევრები საკუთარი ინტერესების დასაცავად მაინც მიმართავენ არაეთიკურ მეთოდებს. შინაგან საქმეთა მინისტრი აშკარად ახორციელებს ზეწოლას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, რის გამოც პოპულარულმა ტელეწამყვანმა პროტესტის ნიშნად არხი დატოვა. ხელისუფლების მაღალჩინოსან წარმომადგენლებს ბრალად ედებათ ახალგაზრდა ბანკირ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ორგანიზება. გამოძიება წარიმართა დაზარალებულის ნათესავებისა და საზოგადოების თვალის ასახვევად.

2004 წლის მაისში თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი, ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი იძულებით გადადგა თანამდებობიდან საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ზეწოლის გამო. მას სჯერა, რომ აღნიშნული სასჯელი გამოიწვია მისმა უარმა, შეეცვალა თავისი ანგარიში და შეენიღბა ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის რეალური სურათი. მოგვიანებით, დიპლომატი HRIDC-ის სწერს, რომ მათი საქმიანობით „ნათელი ხდება, რომ ვერანაირი დაშინება ვერ შეუშლის ხელს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ რეალურ სიტუაციას, იქცეს საჯარო.“

HRIDC-ის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ მომავალში საქმიანობას შეფერხების გარეშე განაგრძობენ. ამასობაში, როგორც თავად აცხადებენ, ისინი კვლავ უარს ამბობენ საკუთარი პირადი მონაცემები გააცნონ ოფიციალურ პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი იურიდიული მოწმობა აღნიშნული ტიპის ინფორმაციის მისაღებად.

ამ თვეში პარლამენტი განიხილავს „ანტი-ექსტრემიზმის“ კანონპროექტს. ასე რომ, მალე გახდება ცნობილი სიტყვის თავისუფლებას შეექმნება თუ არა საფრთხე. თუ კანონმდებლობა, როგორც მოსალოდნელია, რეპრესირებულ მოქმედებაზე გადავა, ქართული არასამთავრობოებისათვის  მდგომარეობა დაიძაბება. HRIDC-ის მსგავს ორგანიზაციებს ნაკლებად ექნებათ მომავალში იმის საშუალება, რომ დაიცვან საკუთარი ინტერესები ახალი კანონებით გათამამებული ოფიციალური პირებისაგან.

არსებობს გამონათქვამი: ძალაუფლება ქრება, ხოლო აბსოლიტური ძალაუფლება აბსოლიტურად ნადგურდება. ალბათ სააკაშვილის რეჟიმი ამ ძველი გამონათქვამიდან საპირისპიროს დაამტკიცებს, მაგრამ ჩემი გადასახედიდან კარგს ვერაფერს ვხედავ.

ჯეკ ზიბელი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC