კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაციენტის შვილი ექიმს უჩივის

10 ოქტომბერი, 2006

operacia.jpgზუგდიდში ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა  ონკოლოგიურ ავადმყოფთა რიცხვი. განსაკუთრებით დიდია მკერდის კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა. ისტორია, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ 2000 წელს დაიწყო და 2006 წლის აგვისტოში ტრაგიკულად  დასრულდა.

ეთერ მაქაცარიას 2000 წლის აგვისტოში ქალაქ ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში გაუკეთეს ოპერაცია და ასეთი დიაგნოზი დაუსვეს: მარჯვენა სარძევე ჯირკვლის C-er (კიბო) T2N,  No რადიკალური მასტექტომიის, პოლიქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიისშემდგომი პერიოდი  MTS (მეტასტაზი) ღვიძლში მე-3 სტადია. აღნიშნული დიაგნოზით ავადმყოფმა ეთერ მაქაცარიამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის ონკოლოგიური სამსახურის უფროსს ნონა ფიფიას. ავადმყოფი მისთვის შესაბამისი ინვალიდობის ჯგუფის მიკუთვნებასა და პენსიის დანიშვნას ითხოვდა. გავიდა თითქმის 6 წელი და 2006 წლის 3 აგვისტოს ავადმყოფი ე. მაქაცარია გარდაიცვალა. მას არც პენსია მიუღია და არც ინვალიდობის ჯგუფი დაუნიშნიათ მისთვის.

გარდაცვლილის შვილი ლიკა ლუკავა ითხოვს დედის საკითხის შესწავლას, თუ რატომ არ დაენიშნა პენსია, უფრო მეტიც, ლ. ლუკავა ღიად ადანაშაულებს ექიმს ფულის გამოძალვაში: “2000 წლიდან  2005 წლამდე მოუნდა ონკოლოგი ნ. ფიფია დედაჩემის საბუთების გასინჯვას, 2005 წელს კი მას ფორმა #27 მოსთხოვა.” ლ. ლუკავას თქმით, “მთავარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმს ეს საბუთები წარუდგინეს.” გარდაცვლილის შვილის განცხადებით, ონკოლოგი პერმანენტულად სძალავდა ფულს დედამისს_ 20 ლარი ყოველ ვიზიტზე. ეთერ მაქაცარიას შვილი ამტკიცებს , რომ ბოლოს ექიმმა ნ. ფიფიამ დედამისს 100 აშშ დოლარი მოსთხოვა, რისი გადახდაც მათ ვერ შეძლეს და ე. მაქაცარიას უარი ეთქვა პენსიაზე.

ლ. ლუკავას თქმით, ექიმმა ნ.ფიფიამ შესაბამის კომისიას საბუთები 6 წლის დაგვიანებით, 2006 წლის 12 ივლისს წარუდგინა, 3 აგვისტის კი  ეთერ მაქაცარია გარდაიცვალა. ოჯახმა უკვე მიმართა ზუგდიდის სამედიცინო_სოციალური ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელს თ. გაგუას, რომელმაც განმარტა, რომ ე. მაქაცარიას საბუთები კომისიას 6 წლის დაგვიანებით წარედგინა.
 
განსაკუთრებულად უნდა  აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეთერ მაქაცარიას საშინელ ტკივილებში ამოხდა სული, მას არც ერთი ამპულა მორფინი არ მიუღია ტკივილების გასაყუჩებლად.
 
ექიმი ნ. ფიფია კატეგორიულად  უარყოფს ე. მაქაცარიას ოჯახის ბრალდებებს. თან იმასაც ამბობს, რომ მორფინის დანიშვნა ძალიან რთული პროცედურაა და დამოკიდებულია არამარტო მასზე, არამედ სოდ-ზეც. ეს არის ის მცირე კომენტარი რაც ნ. ფიფიამ ჩვენთან თქვა.

ამჟამად ე. მაქაცარიას შვილი ლიკა ლუკავა ცდილობს თავისი პრობლემით დააინტერესოს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. პირველ რიგში მან მოგვმართა ჩვენ, უახლოეს დღეებში კი შეხვდება სახალხო დამცველის  აპარატის კოორდინატორს სამეგრელოში.

 ნატო ბერულავა, ზუგდიდი

 

ახალი ამბები