23:08, Saturday, 25.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გალის მოსახლეობა არჩევნებზე არ გაუშვეს და საზღვარზე სცემეს

10.10.2006
archevneb.gifაფხაზურმა ადმინისტრაციამ 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გალში მკაცრი სანქციები შემოიღო. ქართული მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდში გადავიდოდნენ, მკაცრად დაისჯებოდნენ და ეს პირობა შეასრულა კიდეც. 

აფხაზურმა პოლიციამ მოსახლეობის დაშინება და გაფრთხილება არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიწყო. პარალელურად ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გაამაგრა და დამატებითი ძალები შეიყვანა. ამომრჩევლები ზუგდიდში რომ არ გადასულიყვნენ, 5 ოქტომბერს ენგურის მონაკვეთს 4 სამხედრო ვერტმფრენიც აკონტროლებდა. ენგურის ხიდი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც გალს ზუგდიდთან და დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს.   

გალის რაიონის გამგებლის მოადგილე გია ლომაის ინფორმაციით, გალის 24 სოფლიდან ზუგდიდში გადასვლა მხოლოდ 3-4 სოფლის მოსახლეობამ მოახერხა.
"აფხაზური მხარე ცდილობს, ცენტრალურ ხიდზე არავინ გამოატაროს. ვინც გადმოსვლას დააპირებს, ყველას დაკითხვას უწყობენ და დეტალურად იკვლევენ ვინ სად და რატომ მიდის. ვისაც აფხაზური უშიშროების მიერ გაცემული სპეციალური საშვი აქვს, მას უპრობლემოდ ატარებენ. აქედან გამომდინარე, ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს არჩევნებში მონაწილეობას. სოფელ ოტობაიადან, ნაბაკევიდან და ბარღებიდან მოსახლეობის მცირე ნაწილმა მოახერხა ზუგდიდში გადმოსვლა",-აცხადებს ლომაია.
  
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თემურ მჟავიას ინფორმაციით კი ენგურის ხიდთან ინციდენტიც მოხდა. "დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციამ გალის რაიონში ზომები რამდენიმე დღეა გაამკაცრა. მათ წინასაარჩევნოდ ქართული მოსახლეობის დასაშინებლად კამპანიაც კი ჩაატარეს. მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას გაბედავდნენ, იძულებულები გახდებოდნენ, მათ მიმართ მკაცრი სანქციები გამოეყენებინათ. სოფელ ოტობაიაში ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ამ სოფლის მოსახლეობა ხიდზე აპირებდა გადასვლას, აფხაზურმა მილიციამ კი ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია," - ამბობს მჟავია.

როგორც თავად გალის მოსახლეობამ გვითხრა, აფხაზური მილიციის მუქარამ გაჭრა და  ისე შეშინდნენ, ზუგდიდში გადასვლა ვერ გაბედეს. "გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ თითქმის ყველა სოფელი და ოჯახი შემოიარა. თავდაპირველად სიტყვიერი გაფრთხილება მოგვცეს. გვითხრეს, რომ თუ მათ სიტყვებს არ გავითვალისწინებდით, იძულებულები გახდებოდნენ, ჩვენს წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინათ. აგვიხსნეს, რომ ჩვენ ვართ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები და მეზობელი სახელმწიფოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ გვაქვს, რადგან ეს აფხაზურ კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო. აქედან გამომდინარე, გაგვაფრთხილეს, რომ თუ კონსტიტუციას დავარღვევდით, სს კანონმდებლობით დავისჯებოდით. მათი სისასტიკე ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და ამიტომ შეგვეშინდა. ჩემი ინფორმაციით, ყოველი 20 ამომრჩევლიდან მხოლოდ ერთმა თუ გაბედა არჩევნებში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა. ვინც ენგურის ხიდზე გადავიდა, ძირითადად ქალები იყვნენ. მამაკაცები არ გავუშვით, რადგან დაპირისპირებას მოვერიდეთ,"  - გვითხრა გალში მცხოვრებმა ქართველმა ქეთევან გ-მ. მისივე თხოვნით, გვარს არ ვაქვეყნებთ, რადგან შემდგომი დაპირისპირების ეშინია.

კიდევ ერთი გალელი რესპონდენტი ქალბატონი ლამზირა დ. ერთ-ერთია, ვინც ენგურის ხიდზე მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველი გახდა. მისი თქმით,
ნაცემია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც აფხაზურმა მილიციამ ზუგდიდში არ გადაუშვა: "ჩემი უბნიდან რამდენიმე ქალი შევიკრიბეთ და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად "საზღვარზე" ერთად გადასვლა დავაპირეთ. ხიდზე პოლიციამ გაგვაჩერა და სათითაოდ დაკითხვა მოგვიწყო. ზოგმა უთხრა, დაკრძალვაზე მივდივართო, ზოგმა კი სხვა პასუხი გასცა. მიხვდნენ, რომ ვატყუებდით და უკან დაბრუნება მოგვთხოვეს. ერთ-ერთ ქალს ხელითაც შეეხნენ. მისმა შვილმა კი პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, ამის გამო სასტიკად სცემეს. უკან გამოგვაბრუნეს, ჩვენი ვინაობა ჩაიწერეს და გვითხრეს მოგვიანებით მოგხედავთო".

მსგავსი პრობლემების გამო გალელმა ამომრჩევლებმა, რომლთა საერთო  რაოდენობა დაახლოებით 45-50 000-ია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს. ზუგდიდში გადასვლა და საკუთარი არჩევანის გაკეთება მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა.

ეკა გულუა  

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC