03:05, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„მე ჩემს კუთვნილ ბინას ვითხოვ!“

16.10.2006
baramidz.gifმეზობლის ღუმელი, მაგიდა, რამდენიმე სკამი და საწოლი - ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რაც ბარამიძეების ოჯახს დღეს გააჩნია. მათი საცხოვრებელი ადგილი მეზობლის ავტოფარეხია. იქ საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდნენ, რაც სასაზღვრო პოლიციის აჭარის რეგიონალური სამმართველომ ისინი ბინიდან გამოასახლა.

ავტოფარეხში შეკრებილი მეზობლები ბარამიძეების პრობლემის განხილვის გარდა, საკუთარ თავზეც ფიქრობენ; დაახლოებით 10 ოჯახს გამოსახლება ელოდება ხიმშიაშვილის ქუჩის #94 ბინებიდან. 

ანზორ ბარამიძემ სასაზღვრო ნაწილის რუსი მოსამსახურიდან ბინა 1991 წლის მარტში იყიდა. „სამ ოთახიან ბინაში 100 ათასი მანეთი გადავიხადე, კანონიერად გაფორმდა ჩემზე და ვცხოვრობდით ჩემი ორი შვილითა და მეუღლით. ბათუმის მერიის, მაშინდელი აღმასკომის მიერ გაცემული ბინის  მფლობელობის დამადასტურებელი ორდერი მაქვს. 2002 წლიდან სასაზღვრო პოლიციამ დამიწყო სასამართლოში დავა, რომ ეს ჩემი კუთვნილი ბინააო. პირველ ინსტანციაში საქმე მოვიგე. გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ აჭარის უმაღლესმა სასამართლომაც გამოიტანა. შემდეგ უზენაესმა სასამართლომ, 2003 წელს გამოსახლება გამოიტანა განაჩენად“, _ აცხადებს უკვე გამოსახლებული ბარამიძე.

თუმცა, უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, გამოსახლებაზე ბარამიძეებს არავინ შეხმიანებია. ოჯახი ამას იმით ხსნიდა, რომ, „რევოლუცია მოხდა და როგორც ჩანს, გადაწყვეტილება რომ უსამართლო იყო, გააუქმეს“-ო.

რუსის ჯარის მიერ სახელმწიფოზე ჩაბარებული ბინების სიაში, ხიმშიაშვილის ქუჩის #94-ში ბინა #49 (ანზორ ბარამიძის ბინა) ნაჩვენები არ არის. „1996 წელს, როცა რუსის ჯარი გავიდა და ბინები ჩააბერს, - აი, ეს ის სიაა“, - გვიჩვენებს ანზორ ბარამიძე. „ამ სიაში ჩემი ბინა არ არის, რადგან სამხედრო ბალანსზე არ ირიცხებოდა. ბინა უკვე ჩემზე იყო გაფორმებული. შემდეგ სასაზღვრო პოლიციამ შექმნა ქართულ სია, სადაც ჩემი ბინაც შეიტანა. თუ ჩემი ბინის მფლობელობის ორდერი არასწორი იყო, რატომ მაშინ არ გამასახლეს? ამ რუსულ სიაში რა ბინებიც არის შესული და რაც დღეს გაყიდულია მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ იმათ მიხედონ. მე კანონიერად მაქვს ეს ბინა. მერიამ ბინის კუთვნილების ორდერი მომცა. თუმცა, ახლა თავის გაცემულ ორდერს აღარ იცავს”.

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის გელა მახარაძის განცხადებით: „ამ ყველაფერში მერია რადგან არ რის სამართალმემკვიდრე, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა და გადაწყვიტა, რომ ბინა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უნდა დაუბრუნდეს. იქ რა იყო მანამდე გაცემული, ან რატომ, უკვე აზრს კარგავს. გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს“.

სასაზღვრო პოლიციაში აცხადებენ, რომ ორდერები მათ უკანონოდ მიიღეს. „უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილებით, რომ ეს არის სამხედრო ნაწილის საუწყებო ბინა და მისი დანიშნულებაა სამსახურეობრივი სარგებლობისათვის გადაცემა სამხედრო მოსამსახურისათვის. არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა ამ ოჯახის გამოსახლება ამ სადაო ბინიდან“,- განაცხადა სასაზღვრო პოლიციის იურისტმა მერაბ გორგაძემ. 

ბარამიძეებს წასასვლელი არსად აქვთ. ალტერნატიულ საცხოვრებელს არც სასაზღვრო პოლიციის უწყება და არც ბათუმის მერია მათ არ სთავაზობს.

„არაკანონიერად მექცევიან. იძულებულნი ვართ ქუჩაში გავიდეთ. თუკი ყურადღებას არ მოგვაქცევენ აქციებს გავმართავთ და ქუჩებს გადაკეტვათ. ქუჩაში დავიძინებთ, რა აზრი აქვს, ამ ფარეხში დამიძინია, თუ ქუჩაში“, - აცხადებს მანანა ბარამიძე.

ბარამიძეებმა წინასაარჩევნოდ მათთან მისულ ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს: „წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებთან შეხვედრისას, გიორგი ბარამიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, ლევან ვარშალომიძეს, მაჟორიტარებს ავუხსენი ჩვენი მდგომარეობა, ამ უსამართლობის შესახებ. ისინი საქმის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა ამაოდ. მეორე ჯგუფის ინვალიდი ბავშვი მყავს (ლაშა ბარამიძეს ავტოავარიის შედეგად მარჯვენა ფეხი აქვს დაკარგული), ასთმითაცაა დაავადებული. ჩვენს მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას არც ერთი უწყება არ იღებს. რატომ მომცეს ბინის კუთვნილების ორდერი თავის დროზე, ან შემდეგ რატომ მასახლებენ, ვინ ამინაზღაურებს თანხებს - არავინ მპასუხობს. მე ჩემს კუთვნილ ბინას ვითხოვ!“


მაკა მალაყმაძე, ბათუმი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC