კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში წყლის ტარიფი იანვრიდან იზრდება, ხარისხი კი 7 წლის შემდეგ გაუმჯობესდება

13 დეკემბერი, 2006

wasser.pngბათუმში წყლის გადასახადი 65 თეთრით გაიზარდა. იანვრიდან ერთმა ადამიანმა 1.20-ის ნაცვლად, 1.85 თეთრი უნდა გადაიხადოს. გადასახადი მხოლოდ მოსახლეობას მოემატა, ხოლო საბიუჯეტო და კომერციულ ორგანიზაციებს ძველი ტარიფი (საბიუჯეტოს - 3,5 ლარი, კომერციულს - 4 ლარი) შეუნარჩუნდათ.

გადასახადის გაზრდის მოთხოვნა შპს „ბათუმის წყალკანალმა“ ბათუმის საკრებულოში გასულ კვირას წარადგინა, სადაც მოთხოვნა განხილვის გარეშე იქნა დაკმაყოფილებული.

შპს „ბათუმის წყალკანალი“ მომატებული ტარიფს, მომავალ წელს დაგეგმილი წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციით ხსნის, რომელსაც გერმანული  საკრედიტო ორგანიზაცია KFW, 73 მილიონი ევროთი აფინანსებს. „ბათუმის წყალგაყვანილობის სიტემის აღდგენისთვის საჭირო თანხა მერიას არ გააჩნია, ამიტომ ამ ორგანიზაციისგან 40 წლით სესხს ვღებულობთ, თანხის გადახდა კი 2014 წლიდან უნდა დავიწყოთ“, - აღნიშნა „ბათუმის წყალკანალის“ დირექტორი ზაურ ფატლაძე. მისი განცხადებით, ბანკმა სესხის გასაცემად წყალკანალს გარანტად შემოსავლების გაზრდა მოსთხოვა. პრობლემა კი „ბათუმის წყალკანალში“ ტარიფის გაზრდით გადაჭრეს. „გერმანულ მხარესთან შეთანხმების საფუძველზე, წყალზე ტარიფი ეტაპობრივად უნდა გავზარდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ასეთ შეღავათიან სესხზე უარს იტყვიან. ახლანდელი ტარიფის ზრდა რამდენიმე თვის წინ მოგვთხოვეს, მაგრამ არჩევნების ჩატარებამდე თავი შევიკავეთ“, - განაცხადა ფატლაძემ.

იანვრიდან გაზრდილი ტარიფის სანაცვლოდ, „ბათუმის წყალკანალი“ მოსახლეობას ვარგისი წყლის მიწოდებას დაახლოებით 7 წლის შემდეგ ჰპირდება.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის ტირე აროშიძის განცხადებით, „ტარიფი რომელიც  წყალკანალმა დაადგინა და საკრებულომ დაამტკიცა, განზოგადებულია - არ ვიცით, წყალი ღირს თუ არა ამდენი. გარდა ამისა, საუბარია შპს-ზე, რომლიც მერიის 100%-იანი წილია, შესაბამისად, შპს-ს შემოსავლების გარანტი მოსახლეობა კი არა, მერია უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, ექპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მთლიანად შპს-ს და არა მოსახლეობის ვალდებულებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ხარჯებიც შპს-მ უნდა გასწიოს“.

ბათუმელები გადასახადის მომატებას აპროტესტებენ. „ისედაც მწირე ოჯახის ბიუჯეტს, გაზრდილი წყლის გადასახადი უფრო დაამძიმებს. გარდა ამისა, წყალი დასალევად უვარგისია, გაწვიმდება თუ არა, საერთოდ არ მოდის, ან თუ მოდის ტალახიანია. საინტერესოა გადასახადს რა სინდისით გვიზრდიან?“ - კითხულობს მოსახლეობა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები