კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანგარიშსწორება პოლიტიკური მრწამსის გამო

1 ივნისი, 2007

policeb.gif,,პოლიციელებმა კარები დაკეტეს ,,კრუგი” გააკეთეს და ხელებით, ფეხებით,  როგორც ფაშისტები ისე მცემდნენ,” - ყვება ახალქალაქის რაიონის მკვიდრი სამველ საპონჯიანი. ის სამი წლის წინ მომხდარ ამბავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს.

,,ყველა ინსტანციას მივმართე და შედეგს ვერ მივაღწიე. ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცე,” - აცხადებს საპონჯიანი. 

2004 წლის 17 აგვისტოს, შს ახალქალაქის რაიონულ განყოფილებაში გამოძახების შემდეგ იქ მისული საპონჯიანი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.

,,პოლიციაში გამომიძახეს და მივედი. იქ ჩემი გამოძახების მიზეზად ის დაასახელეს, თითქოს 13 აგვისტოს, რეიდზე მყოფ პოლიციელებს ს. თათარიანს, რ. მელტონიანს, გ. გევორქიანს და გ. ოგანესიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. შემიყვანეს ოთახში. კარები დაკეტეს და როგორც ფაშისტები, ისე მცემდნენ. რამდენჯერმე ვცადე წამოწევა, მაგრამ ვერ შევძელი. ფეხებით შემდგნენ და მიყვიროდნენ – ,,გადმოდი ჩვენს მხარეზეო!” ამის შემდეგ ნაცემი და გაუბედურებული კამერაში ჩამაგდეს, სადაც ხუთი დღე გამაჩერეს. მოვითხოვე ადვოკატი, ექიმი, მაგრამ არცეთი არ მომიყვანეს. წვრილმანი ხულიგნობის საქმე შეთითხნეს და უდანაშაულო კაცი დამაკავეს,” - ყვება სამველ საპონჯიანი.

ამ დროისათვის ახალქალაქის რაიონში პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მხითარ აბაჯიანი მუშაობდა. ზემოთხსენებულ პოლიციელებთან ერთად სამველ საპონჯიანი მის დაკავებაში სწორედ მას ადანაშაულებს და აცახდებს რომ მისი დაკავება პოლიციის უფროსის ბრძანებით მოხდა და ეს ყველაფერი მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.

,,მე ვარდების რევოლუციის აქტიური მონაწილე ვიყავი და ყოველთვის ვამბობდი სიმართლეს, ამიტომაც არ მოვწონდი მხითარ აბაჯიანს. გამყიდველს მეძახდა,“ - აცხადებს საპონჯიანი.

დაზარალებულის თქმით, დამნაშავეები კი არ დაისაჯნენ პირიქით ზოგი თანამდებობაზე დარჩა, ზოგმაც კი კარიერაში წინ წაიწია.

,,არაერთხელ მივმართე პროკურატურას თხოვნით, რომ გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან ის პირები, ვინც ასე სასტიკად გამისწორდა.  რა უფლებით მცემეს, აქ დიქტატურა დაამყარეს. ჩემი ცემის ფაქტის საქმე შეაჩერეს, ის ოთხი პოლიციელი ისევ თავიანთ ადგილებზე მუშაობენ, მხითარ აბაჯიანი ერევანში საელჩოში გადაიყვანეს. ესაა სამართალი?” - კითხულობს საპონჯიანი. 

სამველ საპონჯიანმა განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზეც გააკეთა, სადაც მოხდარ ამბავს ყვება და სიმართლის გარკვევაში დახმარებას ითხოვდა.

2005 წლის 21 აპრილის თარიღით თბილისიდან, კერძოდ კი გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის რ. ჟღენტის მიერ გადმოგზავნილია განცხადება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის დ. ნარიმანიშვილის სახელზე, სადაც მითითებულია, რომ მოხდეს სამველ საპონჯიანის საქმის შეჩერების დადგენილების გაუქმება, უზრუნველყოს დამნაშავე პოლიციელების მხილება და მათი დასჯა კანონის დადგენილი წესით მოხდეს.
 
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიება     მიმდინარეობს.

,,საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მთავარ სამმართველოში. დასკვნების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორც კი გამოიკვეთება ვინმეს  ბრალეულობა, დადგება მათი დაკავების საკითხი,“ - აცხადებს საოლქო პროკურორი დავით ნარიმანიშვილი.

სამველ საპონჯიანის თქმით კი სამი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. იგი კვლავ სიმართლის ძიებაშია.

გულო კოხოძე, ახალქალაქი - ახალციხე

ახალი ამბები