05:37, Monday, 24.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შემოვლითი გზა

07.06.2007
liakhvis.gifდიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლების მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

ცხინვალი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლებით არის გარემოცული. ერგნეთთან და თამარაშენთან ჩაკეტილი გზები მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის. გზა, რომლითაც ლიახვის ხეობაში უნდა მოხვდე ტყეზე გადის.

გზის ერთ მხარეს პოზიციები ქართველებს უკავიათ, მეორე მხარეს ოსები აკონტროლებენ. გზაზე მიმავალი ტრანსპორტი არაფრით არის დაცული, ყველა მგზავრს შიში აქვს, რომ ესვრიან.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები ქურთაში სწორედ ამ გზის გავლით ჩავედით. ხეობელებს უგულავას ნაჩუქარი „პაზიკის“ ტიპის ავტომობილები უფასოდ ემსახურება. გზა ერედვიდან ქურთამდე საკმაოდ დიდია, თუმცა, გზის სიგრძეზე არავინ საუბრობს. მგზავრები თითქმის არ საუბრობენ და დაძაბულები მინებს არიან მიჩერებულნი.

ქურთაში მცხოვრები ალან კოტეევის და ცხინვალშია გათხოვილი. ქურთაში დაბადებული ოსი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ქართული მოსახლეობისგან მას შევიწროვება არასდროს უგრძვნია. თუმცა, ჩაკეტილი გზების გამო დიდად სწუხს.
„როდესაც გზებს კეტავენ საკუთარი ნათესავების ნახვასაც ვერ ვახერხებ. ამ დროს მათთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. როცა გზებია გახსნილი, შემოვლითი გზით ჩავდივართ ერგნეთში და მერე იქიდან ვახერხებთ ცხინვალში შესვლას, თამარაშენიდან შესვლა უფრო ჭირს,“ - ამბობს ალან კოტეევი.

კორნელი კახნიაშვილი ცხინვალში რამდენიმე წელი სპორტსმენების აღზრდას ემსახურებოდა. დაძაბული სიტუაციის გამო მას ცხინვალის დატოვება მოუხდა, თუმცა, დღემდე თბილად იხსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ცხინვლაში დატოვა.
„ცხინვალში თითქმის ყველა სპორტსმენი ჩემი გაზრდილია. დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან, მაგრამ როდსაც კონფლიქტური სიტუაცია იძაბება მათ ნახვას ვერ ვახერხებ. ბევრი ოსი ვიცი ცხინვალში, რომლებიც დღემდე ერთმანეთს ქართულად ესაუბრება. უბრალო ხალხი ჩვენთან ურთიერთობის წინააღმდეგები არ არის, პირიქით. მაგრამ თითქმის  ყველა მათგანს მილიცია აკონტროლებს, ამიტომ ისინი იძულებულები არიან მოიქცნენ ისე, როგორც მათ ხელისუფლებას გაეხარდება,“ - ამბობს კორნელი კახნიაშვილი.

ორი ხეობის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დღემდე მიმდინარეობს. გზის მშენებლობაზე უკვე დაიხარჯა მილიონ სამასი ათასი ლარი, თუმცა წვიმიან ამინდში იმ გზაზე გავლა და საფრთხე, რომ ტრანსპორტი სადმეს გადაიჩეხება მაინც არსებობს. შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხებით და მისი ხარჯვით ქურთისა და ერედვის საკრებულოებიც დაინტერესდნენ. ლიახვის ხეობის ადგილობრივი ხელისუფლება ეჭვობს, რომ თანხები არამიზნობრივად გაიფლანგა და სწორედ ესაა მიზეზი, რომ საკმაოდ დიდი თანხით ცუდი გზის მეტი არაფერი გაკეთებულა.

ქურთის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ბასიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ გზის მშენებლობისთვის დამატებით კიდევ მილიონი ლარი გამოიყო.
„სამწუხაროა, რომ ჯერ არ დადგენილა, შესრულებული სამუშაო თუ შეესაბამება თანხას, რომლიც ევროკომისიამ გამოყო, ამ დროს კი იგივე  ხალხს სახელმწიფომ დამატებით კიდევ მილიონი ლარი გამოუყო,“ - ამბობს ბასიშვილი.

ქურთაში  შექმნილი სიტუაციით ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ სარგებლობენ, ეს უკვე ცხადია. კონფლიქტის ზონა ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალებაა. დაახლოებით ერთი წლის წინ გაზეთ „რეზონანსში“  ჟურნალისტმა ნინო დალაქიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო, თუ როგორ სთხოვდა შიდა ქართლის მხარის რწმუნებული მიხეილ ქარელი პრემიერ-მინისტრს თანხებს სწორედ იმ სამუშაოებისთვის, რომელსაც კონფლიქტის ზონაში ევროკომისია აფინანსებდა. მაშინ ჟურნალისტმა აღნიშნულთან დაკავშირებით გორის პროკურატურასაც მიმართა, თუმცა, დღემდე განცხადებას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

სავარაუდოდ,  შემოვლითი გზის რეაბილიტაცია  სათანადო პროექტის გარეშე არ დაიწყებოდა. პროექტში კი თანხები, რომელიც შემოვლითი გზის სარემონტო სამუშაოებისთვის იყო საჭირო, დეტალურად გაიწერა. დღეს კი რატომღაც შემოვლითი გზის რეაბილიტაციას პროექტის გარეშე კიდევ მილიონი ლარის გადმორიცხვა  დასჭირდა. ცნობილია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პრეზიდენტი ლიახვის ხეობაში შემოვლითი გზით ჩავიდა და გზა დაიწუნა.

თეა თედლიაშვილი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
პოლიტიკური ანგარიშწორება კორუფცია მიჭირს პასუხი

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC