ქუთაისელი იურისტები სასამართლოში ფოტო-კინო-ვიდეოგადაღების აკრძალვას აპროტესტებენ
13.07.2007
ორი დღის წინ, 117 ხმით 18-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც სასამართლოს შენობასა და სასამართლოს სხდომათა დარბაზში ფოტო-კინო-ვიდეოგადაღების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომებზე მხოლოდ აუდიო და სტენოგრაფიული ჩაწერაა ნებადართული, თუმცა მოსამართლეს უფლება აქვს მოტივირებული გადაწყვეტილებით ესეც აკრძალოს.
ეს ცვლილება საზოგადოების ვნებათაღელვის საგანი გახდა. უკმაყოფილებას ქუთაისელი ადვოკატებიც უერთდებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება არა მარტო ჟურნალისტებს შეუშლის ხელს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში, არამედ ადვოკატებსაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის გზაზე, საზოგადოებისათვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ქუთაისის ბიუროში თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელმა ადვოკატებმა და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის იურისტებმა დააფიქსირეს.
დამოუკიდებელი ადვოკატი პავლე კაკაბაძე მიიჩნევს, რომ "აღნიშნული ცვლილება ცალსახად უარყოფითია. საჯაროობა პროცესში იმიტომ დევს, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს სასამართლო და საზოგადოებამ დაინახოს თუ რა ხდება სინამდვილეში პროცესებზე. ამ ცვლილებით, უსამართლობის ალბათობა და ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება."
ირმა ბანძელაძე, დამოუკიდებელი ადვოკატი: "უპირველეს ყოვლისა, დაცული უნდა იქნეს საჯაროობის პრინციპი. ამ ცვლილების შედეგად, ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს პრინციპი შეიზღუდება. ჩემი აზრით, ჟურნალისტის მიერ სასამართლო პროცესზე ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა ხელს არ უშლის საქმის ყოველმხრივ ობიექტურად და სრულად წარმოჩენას. გარკვეულწილად ეხმარება კიდეც საზოგადოებას კონკრეტულ საქმეებზე სიმართლის დადგენაში."
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ადვოკატი რეზო თოფურია აღნიშნულ ცვლილებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული საჯაროობის პრინციპის შეზღუდვად მიიჩნევს. მისი აზრით: "ყოველი სასამართლო პროცესი ღიად და საჯაროდ უნდა განიხილებოდეს. მართალია, არის შემთხვევები, რომლებიც ითვალისწინებენ დახურული სასამართლო პროცესის ჩატარებას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც განაჩენი საჯაროდ უნდა გამოცხადდეს. თუკი სასამართლო პროცესზე რაიმე გასათვალისწინებელი და ახალი გარემოება გამოვლინდება, რაც შემდგომში მნიშვნელოვანი იქნება რომელიმე, ან პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძველიც კი, ამ შემთხვევაში იგი შეიძლება დაინტერესებული პირისათვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდეს, შედეგად კი, ადამიანის უფლებებიც დაირღვეს. ეს მუხლი, ფაქტიურად, კრძალავს აღნიშნული პროცედურების განხორციელებას და ამით საჯაროობასაც ზღუდავს. პროცესის საჯაროობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში ყოველთვის იარსებებს ეჭვი იმის შესახებ, რომ ის კადრები, რომლებიც მხოლოდ თავად სასამართლოს მეშვეობით გავრცელდა, შეიძლება დამონტაჟებული იყოს და მან რეალურად არ ასახოს მოვლენები. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ და მოვითხოვოთ აღნიშნული მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობა, ვინაიდან ამით ირღვევა სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საჯაროობის პრინციპი."
ამ ცვლილებას უარყოფითად აფასებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის მეორე ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძეც: "ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულება ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელსაც დემოკრატიული საზოგადოება აყენებს. ჩვენ არაერთი პროცესი ვნახეთ, სადაც მხოლოდ ჟურნალისტების მეშვეობით შევიტყვეთ, სინამდვილეში რა ხდებოდა. რომ არა ჟურნალისტების მიერ ჩატარებული შრომა, ვერ დავინახავდით, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი. კანონის ასეთი ფორმულირება უკვე გარკვეული ეჭვის საფუძველს ბადებს. მართალია, განმარტავენ, რომ ეს ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ხელს შეუშლის პროცესში ჩარევას, მაგრამ, ჩემი აზრით, ჟურნალისტის მიერ სასამართლო პროცესებზე კონკრეტული სიტუაციის დაფიქსირება ხელს ვერაფრით შეუშლის სასამართლოს საქმიანობას. ეს ცვლილება კი, მეტნაკლებად, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან საქართველოს მოქალაქეებისათვის საჯაროობის პრინციპი იზღუდება."

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ამ ინიციატივას „სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე შეტევას“ უწოდებს.
კანონპროექტის ინიციატორი იურიდიული კომიტეტის პოზიციით კი, ხელისუფლებას სურს აღკვეთოს მავნე პრაქტიკა, რაც სასამართლო დარბაზებში, ტელეკამერების თანდასწრებით, პროცესის ანგაჟირებასა და ჩაშლის მცდელობებს უწყობს ხელს.
შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?