კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„12 ნაბიჯი" ნარკომანი პატიმრებისთვის

17 ივლისი, 2007

cixeb.gif

რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის #2 საპყრობილეში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების საკითხებზე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ფაქტი უპრეცენდენტო იყო, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ მომხსენებლებს თავად ნარკომანი პატიმრები წარმოადგენდნენ. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მავნებელია ნარკოტიკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორ ანგრევს იგი ადამიანის ფსიქიკას და ა. შ.

"ის, რომ უშუალოდ საპყრობილეში ჩატარდა ასეთი ტიპის ღონისძიება, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლდამოკიდებულთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრის დამსახურებაა. იგი ქუთაისის #2 საპყრობილის გახსნის დღიდან ფუნქციონირებს. მაშინ, როდესაც ნარკოტიკის მომხმარებელი ან ნარკორეალიზატორი აღიარებს, რომ ნარკომანია სხვა არაფერია, თუ არა ტრაგედია, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ცენტრში არის როგორც ჯგუფური, ასევე - ინდივიდუალური თერაპიის ოთახები, საეკლესიო კუთხე, რაც პატიმრებს საშუალებას აძლევს აბსოლუტურად გააზრებულად დაძლიონ ნარკომანია", - ამბობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის თავმჯდომარე მანანა მანაგაძე.

ნარკოტიკებისა და ალკოჰოლდამოკიდებულთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი ახორციელებს პროგრამას "12 ნაბიჯი". სახელწოდებიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ნარკომან პატიმართა რეაბილიტაცია ნელ-ნელა, ეტაპობრივად ხდება.

"ისევე როგორც ჰეპატიტისა და ალერგიის, ნარკომანიის განკურნების ფაქტი ბუნებაში არ არსებობს. შესაძლოა მხოლოდ მისი გადაყვანა რემისიაში. პროგრამის მიზანია ნარკომან პატიმრებს გავუხანგრძლივოთ ნარკოტიკის არგამოყენების პერიოდი. პენიტენციალური სისტემის შიგნით შევამციროთ მათი დეპრესიით გამოწვეული აგრესია. ცენტრში აქტიურად მუშაობს ფსიქოლოგი, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს ნარკომანი პატიმარი, რომ როდესაც რაღაცაზე ხარ დამოკიდებული, მონა ხდები. ეს კი, ძალიან ცუდია,“ - აცხადებს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლდამოკიდებულთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი, #2 საპყრობილის მონიტორინგის საბჭოს წევრი ირაკლი ჯულაყიძე.

ახალგაზრდა ფსიქოლოგის აზრით, მთავარი მაინც პატიმართა ნდობის მოპოვებაა. ამ მხრივ კი, შეიძლება ითქვას, მიზანი მიღწეულია. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში 20 პატიმარი მონაწილეობს. მალე კი, მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"ჩემი მეუღლე ნარკოტიკის სისტემატური მომხმარებელი იყო. ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი მხოლოდ ამ საქმეს სჭირდებოდა. ძალიან ცუდ დღეში ვიყავით. მოგვიანებით კი ყველაფერი ჩემი ქმრის დაპატიმრებით დასრულდა. ბუნებრივია, ციხეში პატიმარს წამალს არავინ შეუტანდა და ალბათ იოლად წარმოიდგენთ, პატიმარი რა დღეშიც აღმოჩნდებოდა. დღეს კი ყველაფერი კარგადაა. ჩემი ქმარი სარეაბილიტაციო ცენტრის პაციენტია და ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს ციხიდან განკურნებული გამოვა", - ამბობს ერთ-ერთი ნარკომანი პატიმრის მეუღლე.
 
პატიმართა განკურნებასა და ცხოვრების წესის შეცვლაზე საუბრობს ცენტრის დირექტორიც. ირაკლი ჯულაყიძის თქმით, პატიმარ ნარკომანებს ფსიქიკა უკვე საგრძნობლად შეეცვალათ და დღეს ისინი ჯანსაღად აზროვნებენ. სარეაბილიტაციო ცენტრის ეფექტურობაზე მეტყველებს ისიც, რომ პროგრამაში ჩართვის სურვილი უკვე 100-ზე მეტმა პატიმარმა გამოთქვა.

ქუთაისის #2 საპყრობილის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლდამოკიდებულთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში სამომავლოდ სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელებაა დაგეგმილი. მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ ღონისძიებების მთავარი მონაწილე, როგორც დღეს, ისე მომავალშიც, კვლავ პატიმრები იქნებიან.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

ახალი ამბები